reportiori.ge - გოდერძი ჩოხელი- „რატომ ტირის ადამიანი?“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:11
პრეს-დაიჯესტი
გოდერძი ჩოხელი- „რატომ ტირის ადამიანი?“
ავტორი:
06 სექტემბერი, 2015. 14:37


- რა გატირებს?

- რაღაც გამახსენდა...

- მაინც?

- აი, ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა, ოდესღაც, ზუსტად აქ ჩამოიარეს...

- მერე, რა გატირებს?

-ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო...

- ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?

- რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება...

- გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?

- არ მინდა...

- რატომ?

- შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან...

- მერე შენ ამის გეშინია?

- შენ არ გეშინია?!

- რისი უნდა მეშინოდეს?!

- დასასრულის...

- დასასრული არ არსებობს..

- როგორ თუ არ არსებობს?!

-რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას... ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი.. მაგრამ, ხომ გითხარი, დასასრული არ არსებობს მეთქი...

- მაშ, რატომ ტირიან ადამიანები?

-ეშინიათ და იმიტომ...

- რისი ეშინიათ?

- დასაწყისის... ვისაც არ ეშინია დასაწყისის, ის არც ტირის...

- მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?

- თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია...

- იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!

- მაშ, რატომ?

 

- შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით...

- ეგ რამ გაფიქრებინა?

- ეკლესიებმა... ხედავ, როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვინდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს, ვტირით...

- შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?

- შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს...

- და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?

- არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი...

-იმიტომ, რომ თავისუფლება უნდა...

- მერე აღარ იტირებს?

- არა. თავისუფალ კაცს დასაწყისის არ ეშინია.

- დაწერე რა..

- რა?

- მოთხრობა დაწერე ჩემზე...

- შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?

- არა. იცი, როგორ დაწერე?

- როგორ?

- ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს...

- მერე?

- ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა..

- მერე?

- ერთ დღეს, ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?

.....

დავწერე..."




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016