საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბლინშია - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ირლანდიას დაუპირისპირდება. მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებს.
შეხვედრა "ავივას" სტადიონზე" თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრები დუბლინში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი ლორია (უგუნდო), გიორგი მაკარიძე ("ფეირენსე", პორტუგალია);
მცველები: გიორგი ნავალოვსკი ("დილა", გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კარშიაკა", თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი, ( "ინტერი", ბაქო, აზერბაიჯანი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო თბილისი", საქართველო);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), სანდრო კობახიძე ( "ვოლინი", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", ბაქო, აზერბაიჯანი) გიორგი მერებაშვილი ("ვერია", საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), მათე ცინცაძე ("დინამო თბილისი", საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი ("ვერდერი", გერმანია);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ( "ემპოლი", იტალია), ბაჩანა ცხადაძე ( "ფლამურტარი", ალბანეთი), მათე ვაწაძე ( "ორჰუსი", დანია).
კახა ცხადაძის გუნდმა ბოლო შეხვედრა 4 სექტემბერს თბილისში შოტლანდიის წინააღმდეგ გამართა და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებს 7 მატჩში მოპოვებული 6 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილი უკავია.