reportiori.ge - კახა კალაძე: ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ფეხბურთი საქართველოში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:50
სპორტი
კახა კალაძე: ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ფეხბურთი საქართველოში
ავტორი:
07 სექტემბერი, 2015. 13:39


ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას ენერგეტიკის მინისრტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ უპასუხა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ,  რამდენად ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს ფედერაციაში და უჭერენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის კანდიდატურას მხარს:  

 

"ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს რაც შეეხება, ამ სპორტის დიდი სიყვარულიდან გამომდინარე, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ფეხბურთი საქართველოში, რა დონეზე იქნება ის. რაც შეეხება ხელისუფლების ჩარევას, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არავინ ჩაერევა და ვერ გაბედავს ამას. ზოგიერთი კანდიდატის პრეზენტაციაზე დავინახე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს კონკრეტულ ერთ-ერთ კანდიდატს. თუ ამას გულისხმობთ ჩარევად, არ მგონია, ეს სწორი იყოს. ის ადამიანები გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას და ამ შემთხვევაში მხარს უჭერენ რევაზ არველაძეს და ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა კალაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016