reportiori.ge - ფეხბურთის ფედერაციაში ხმის უფლების მქონე დელეგატები კახეთმა, სამხრეთ ოსეთმა, აჭარამ, ამბროლაურმა და რუსთავმა შეცვალეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:47
სპორტი
ფეხბურთის ფედერაციაში ხმის უფლების მქონე დელეგატები კახეთმა, სამხრეთ ოსეთმა, აჭარამ, ამბროლაურმა და რუსთავმა შეცვალეს
ავტორი:
07 სექტემბერი, 2015. 17:22


ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე კახეთის ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნა დააკმაყოფილეს და კახეთის დელეგატს გოჩა ჭვრიტიძეს დელეგატის სტატუსი მოუხსნეს. კახეთის გარდა ფეხბურთის ფედერაციაში ხმის უფლების მქონე დელეგატები სამხრეთ ოსეთმა, აჭარამ, ამბროლაურმა და რუსთავმა შეცვალეს.


აღმასკომის სხდომის წევრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო კვარაცხელიამ განაცხადა, რომ დღეს მიღებული ყველა გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში ჯდება და დელეგატების შეცვლის უფლება დღეს, 18 საათამდე კვლავ რჩება.


"აღმასკომის გადაწყვეტილებით, 6 საათამდე ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ უფლება შეეცვალათ დელეგატები და წარმოედგინათ სხვა კანდიდატები. დაკმაყოფილდა 5 დელეგატის შეცვლის მოთხოვნა. კონკრეტულად, მიზეზი, თუ რატომ მოხდა შეცვლა, კონკრეტულად დასახელებული არ ყოფილა. ზოგი ამბობს, რომ არსებობს გარკვეული ზეწოლა, ზოგი კი ზეწოლას გამორიცხავს", - განაცხადა სერგო კვარაცხელიამ.


როგორც ფეხბურთის ფედერაციაში გამართული აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ კახეთის ფეხბურთის ფედერაციის უკვე ყოფილმა დელეგატმა, გოჩა ჭვრიტიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან დელეგატის სტატუსის მოხსნის შესახებ შაბათს გაიგო და გადადგომის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა.


გოჩა ჭვრიტიძის ადგილს თენგიზ სულაქველიძე დაიკავებს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016