სპორტი
სფფ-ის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს
08 სექტემბერი, 2015. 10:32
3 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს - ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტირირების ვადა 7 სექტემბერს ამოიწურა.
ამ სამ კანდიდატს შორის მოუწევს 35 დელეგატს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა. დღეს ასევე დამთავრდა დელეგატების წარდგენის ვადა, ვინც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.
"35-ვე სუბიექტმა საკუთარი დელეგატები წარმოადგინ, ვინც 3 ოქტომბერს ფედერაციის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენარალური სამდივნოს უფროსმა რევაზ შენგელიამ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19