გადაცემა „პირველი სტუდიას" წამყვანი, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე გადაცემაში „არჩევანი" „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის წევრებთან შეხვედრის შესახებ საუბრობს. მიშველაძის განცხადებით, იგი ოფიციალურად გათავისუფლებული ჯერ არ არის, ასევე უჭირს ჩამოყალიბებული გადაწყვეტილების გაგება, თუ რა გადაწყვიტა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ მისი და გადაცემა „პირველი სტუდიას" შესახებ.
„დღემდე არ მაქვს ოფიციალური პასუხი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაგრძელდება ჩემი ბედი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე". გაგრძელდება თუ არა პოლიტიკური თოქ-შოუ „პირველი სტუდია".
რამდენჯერმე მქონდა მცდელობა, რომ გამერკვია და მიმეღო პასუხი ამის შესახებ, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორთან სატელეფონო საუბარი მქონდა, თუმცა ჩემი გათხოვების შესახებ, ბუკა პეტრიაშვილზე რაიმე საუბარი არ ყოფილა. ბარათაშვილმა უბრალოდ მომილოცა.
არ შემიძლია ვთქვა, რომ „პირველი სტუდია" ოფიციალურად დახურულია!"- განაცხადა მშველაძემ.