reportiori.ge - თბილისის მერიამ ჭადრაკის სასახლე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:42
სპორტი
თბილისის მერიამ ჭადრაკის სასახლე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა
ავტორი:
09 სექტემბერი, 2015. 17:53


ვერის პარკში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეს  თბილისის მერია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცემს. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჭადრაკის სასახლეში „ნონა გაფრინდაშვილის თასის" გათამაშების გახსნაზე განაცხადა.




თავისმხრივ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ სრული მზადყოფნა გამოთქვა, მოემსახუროს სპორტის ამ სახეობის შემდგომ განვითარებას, ახალი ტალანტების გამოვლენას და დაოსტატებას, ეროვნული და მაღალი რანგის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირების ორგანიზებას და ჩატარებას.




„ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ჭადრაკის ფედერაციას გადაეცა ჭადრაკის სასახლე, რომელიც აქამდე მუნიციპალურ საკუთრებაში იყო. სიმბოლურად „ნონა გაფრინდაშვილის თასის" ჩატარებას დავამთხვიეთ ამ გადაწყვეტილების მიღება და ეს ნაბიჯი ქართული ჭადრაკის განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.




თბილისის მერი „ნონა გაფრინდაშვილის თასის" გათამაშების გახსნაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად იმყოფებოდა.




„ძალიან კარგი და დროული საჩუქარი გაუკეთა ჩვენს მოჭადრაკეებს ქალაქის მერიამ. ჩვენი მოჭადრაკეები ნამდვილად იმსახურებენ ამ საჩუქარს და კარგია, რომ მათ თავიანთი სახლი ექნებათ", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.




ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლე ვერის ბაღში  1973 წლის 14 აპრილს გაიხსნა. ამ დანიშნულების ნაგებობებს შორის ფორმითა და მოცულობით უნიკალურია მსოფლიოში. ნაგებობა ცნობილი არქიტექტორების ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და გ. ღუდუშაურის პროექტით აშენდა. სასახლეს აქვს 520-ადგილიანი მაღალჭერიანი დარბაზი სცენით, 17 ოთახ-კაბინეტი, მათ შორის მწვრთნელთა და დიდოსტატთა კაბინეტები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ცენტრი. აქ განთავსებულია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფისი, სასახლესთან არსებული საჭადრაკო სკოლა. ჭადრაკის სასახლეს ნონა გაფრინდაშვილის სახელი  2001 წელს მიენიჭა.




„ნონა გაფრინდაშვილის  თასის"  გათამაშებამ სტარტი დღეს აიღო  და 17 სექტემბრამდე გასტანს. 




საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ტარდება A და B ტურნირები. ასპარეზობაზე 7 ქვეყნის - საქართველოს, საფრანგეთის, რუსეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის 180 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 ლარს  შეადგენს.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016