იანვარ-აგვისტოში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 58 % შემცირდა, რაც რუსული რუბლის დევალვაციასთან და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან არის დაკავშირებული.
ღვინის ექსპორტის შემცირება რუსულ ბაზარზე ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყო. თუმცა, რუბლის გაუფასურების პარალელურად 2015 წლის დასაწყისისთვის 4 მილიონი ბოთლიდან ექსპორტი მილიონ ბოთლამდე ჩამოვიდა. პრემიერის სპეციალური წამომდგენელი რუსუთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ დასავლეთი დაინტერესებულია და მხარს უჭერს საქართველოს რუსეთთან დიალოგს. განცხადება ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის დირექტეროთან დევიდ კრემენთან შეხვედრის დროს გააკეთა.
,,ჩვენ ვსაუბრობდით იმ დიალოგზე, რომელსაც ვაწარმეობთ რუსეთთან, განვიხილეთ პრობლემათა სირთულეები, არსებობს ურთიერთგაგება იმასთან დაკავშირებით რომ საჭიროა რუსეთთათ ურთიერთობა და ამ მხრივ მე ახალი არაფერი მომისმენია. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცალსახად მხარს უჭერენ რუსეთან მძიმე და რთული დიალოგის გაგრძელებას. ვფიქრობ მათ ძალინ კარგად ესმით, როგორ რთულ რეგიონში ვართ ჩვენ და რომ დიალოგი არ თუ აუცილებელი, არამედ გარდაუვალიც არის," -განაცხადა აბაშიძემ.