reportiori.ge - ლევან კალანდაძე: ნებისმიერი ასეთი ტიპის პროექტი სამაგალითოა ინვესტორებისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:23
პრეს-დაიჯესტი
ლევან კალანდაძე: ნებისმიერი ასეთი ტიპის პროექტი სამაგალითოა ინვესტორებისთვის
ავტორი:
10 სექტემბერი, 2015. 14:25


ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტი, რომლის განხორციელებასაც კომპანია „Multiplex" გეგმავს, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.


ინფრასტრუქტურული სამუშაოები ძველი ქარხნის ტერიტორიაზე განხორციელდება და ინვესტორები არა მარტო ეკოლოგიაზე, არამედ ბათუმის ვიზუალურ მხარეზეც იზრუნებენ. საწარმოში 200-მდე ადამიანი დასაქმდება და ქვეყნის ბიუჯეტიც მიიღებს სოლიდურ სარგებელს. საწარმოში ინვესტიციების ოდენობა დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, მისი  დასრულება დაახლოებით 18 თვეში იგეგმება და ქარხანა წელიწადში 2 მილიონი ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს.


კალანდაძის განცხადებით, ამ პროექტში ბევრი კომპონენტია, რომელიც გარკვეული სარგებლის მომტანია სხვადასხვა მიმართულებით.


- ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტი უკავშირდება გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ნაწილის საქართველოში გაყიდვას, ნაწილის ექსპორტზე გასვლას. გადამუშავებული ნავთობის საქართველოში დატოვების დეტალი საინტერესოა ორი მიმართულებით. პირველი ის, რომ ბაზარზე ჩნდება ახალი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია, კონკურენტული ფასი შესთავაზოს მომხმარებელს. მეორე კომპონენტი უკავშირდება ექსპორტის ნაწილს. საექსპორტო პოტენციალის ზრდა, ქვეყნისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე. მხედველობაში მაქვს ის, რომ, თუ ჩვენ მოვახერხეთ, რომ არა მხოლოდ ნავთობპროდუქტების იმპორტიორები ვიქნებით, არამედ ნავთობპროდუქტების ექსპორტიც განვახორციელეთ, ეს ქვეყნისთვის დამატებითი სავალუტო შემოდინებების წყარო იქნება. ეს ლარისა და დოლარის მასაში, ბუნებრივია, მცირედად, მაგარამ მაინც პოზიტიურ წვლილს შეიტანს. ანუ თუ ეკოლოგიური რისკები მინიმიზირებულია და გარემოზე ზემოქმედება ასეთი ტიპის პროექტებისა არის მინიმალური, რისი პასუხისმგებლობაც ერთი მხრივ სახელმწიფოს აქვს, რომ ეს განახორციელოს, ეს პროექტი ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება. ის ტექნიკური პარამეტრები და მასშტაბი, რომელიც დასახელდა ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისთვის, არის საშუალება იმისა, რომ ეს იყოს არა მხოლოდ მსხვილი საინვესტიციო პროექტი, არამედ ბაზარზე გარკვეული კონიუნქტურა შეიცვალოს.


_რაც შეეხება ადგილმდებარეობას, რამდენად სწორად არის შერჩეული ის?


- თავისთავად ასეთი ინფრასტრუქტურის ურბანული დასახლებების მიღმა ყოფნა უმჯობესია, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ასეთი ტიპის პროექტების განხორციელებისას ყოველთვის ხარჯეფექტურობა ითვლება. ბუნებრივია, ძველი ტერიტორიის, თუნდაც დღეს საექსპლუატაციოდ არავარგისის, აღდგენა-რეაბილიტაცია გარკვეული ხარჯების მინიმალიზაციასთანაა დაკავშირებული. გასათვალისწინებელია, რომ ძველი ქარხნის ტერიტორია ლოჯისტიკურად კარგად ორგანიზებულია. პორტთან ახლოსაა და ამავე დროს ის ლოჯისტიკური არხები, რომელიც რკინიგზას უკავშირდება, ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ამ ტერიტორიასთან. ბათუმის მიღმა ტერიტორიაზე ამ პროექტის განხორციელება ინვესტორისთვის არარენტაბელური იქნებოდა.


_ცენტრალური ბიუჯეტის მოგება ამ შემთხვევაში გასაგებია, თუმცა საინტერესოა, რა მოგებას ნახავს ამ პროექტისგანხორციელებით აჭარა, კერძოდ კი, ბათუმი და უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობა?


- ამ პროექტის პირველი ბენეფეტი იქნება დასაქმება, იმიტომ რომ 200 ადამიანი ეს ნიშნავს დაახლოებით 200 ოჯახს და ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 700-800 ადამიანი. მაგრამ ამავდროულად არის მეორე საკითხიც, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების გარდა, მსგავსი ტიპის საინვესტიციო პროექტები ადგილებზე იხდიან ადგილობრივ გადასახადს, ამ შემთხვევაში ეს იქნება ქონების გადასახადი 1%-ის ოდენობით.


_თუკი აღნიშნული პროექტი განხორციელდება, იქნება თუ არა ის სხვა ინვესტორებისთვის და ბიზნესმენებისთვის მაგალითის მიმცემი და წამახალისებელი, რომ მსგავსი მსხვილი თუ არა, ანალოგიური სახის სხვა პროექტები განახორციელონ...


- ნებისმიერი ასეთი ტიპის, საშუალოზე ცოტა მსხვილი პროექტი სამაგალითოა ინვესტორებისთვის. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის პროექტების რეალიზაციაში, როგორ წამახალისებელ და მასტიმულირებელ როლს შეასრულებს თავად ხელისუფლება. რამდენად დროულად შეუწყობს ხელს ამ პროექტების რეალიზაციას, რამდენად მოუხსნის ბიუროკრატიულ ბარიერებს, ანუ ნებისმიერი ასეთ ტიპის პროექტები სამაგალითოა შემდგომი დარგებისთვის. არამარტო ნავთობგადამამუშავებელი, არამედ ეს შეიძლება გახდეს გარკვეული სტიმული ენერგეტიკაში, ან სხვა ლოჯისტიკური მიმართულების ბიზნესპროექტის წახალისების და ა.შ.  





წყარო: FOR.GE


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016