reportiori.ge - გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურებას და ეროვნული ბანკის შესახებ მიღებულ კანონს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:37
ეკონომიკა
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურებას და ეროვნული ბანკის შესახებ მიღებულ კანონს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს
ავტორი:
10 სექტემბერი, 2015. 19:45


ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე ლარის გაუფასურებასა და ეროვნული ბანკის შესახებ მიღებულ კანონს შორის კავშირს ვერ ხედავს.



გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაზე სხვადასხვა ფუნდამენტური ფაქტორები მოქმედებს და არა რომელიმე კანონი. 


მისივე თქმით, ეროვნული ბანკის შესახებ მიღებული კანონი საკმაოდ გამართულია და ყველა ის შენიშვნაა გათვალისწინებული, რაც საბანკო სექტორს მასთან დაკავშირებით გააჩნდა.   



არანაირი პირდაპირი კავშირი ლარის გაუფასურებას და ეროვნული ბანკის შესახებ მიღებულ კანონს შორის არ არსებობს იმიტომ, რომ სავალუტო კურსის ფორმირებაზე მოქმედებს მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორი და რამდენიმე სხვა ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებასთან. საბანკო სექტორის ის შენიშვნები, რომელიც იყო, ყველა ასახულია ამ კანონში, ამიტომ მისი დაკავშირება საბანკო სექტორთან ან სავალუტო კურსთან მე არ მიმაჩნია სერიოზულად", - განაცხადა ცუცქირიძემ.



ამასთან, როგორც ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფა არ შეიძლება უარყოფითად შეფასდეს, თუმცა, მისივე თქმით, არის ქვეყნები, სადაც აღნიშნული დეპარტამენტი ეროვნული ბანკის შემადგენლობაშია და ამ ქვეყნებს საკმაოდ წარმატებული ეკონომიკა აქვთ.  


 

არის ქვეყნები, სადაც საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი გამოყოფილია ეროვნული ბანკისგან და საკმაოდ წარმატებულია. მაგალითად, ბოლოს პოლონეთში გამოიყო და ავსტრიაში. დღეს ეს ორივე ქვეყანა არის წარმატებული ეკონომიკის მქონე. ამიტომ, იმის თქმა, რომ საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფა უარყოფითი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკისთვის არ შეიძლება", - აღნიშნა ცუცქირიძემ. 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016