reportiori.ge - ქართველი მოდელის თქმით, დი კაპრიომ უთხრა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს მხარს საქართველოს უჭერდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:49
კულტურა
ქართველი მოდელის თქმით, დი კაპრიომ უთხრა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს მხარს საქართველოს უჭერდა
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 13:27

ჰოლივუდის ცნობილ მსახიობთან საუბრის დეტალებზე ქართველი მოდელი ქრისტინე ძიძიგური გაზეთ „ყველა სიახლესთან" ყვება. როგორც მოდელი აცხადებს, ლეონარდო დი კაპრიომ მას უთხრა, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც და ახლაც საქართველოს უჭერდა მხარსქართველი მოდელის თქმით, ის დი კაპრიოს კანში შეხვდა.

„დი კაპრიო ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი მსახიობია და მის გაცნობაზე ვერც ვიოცნებებდი. კანის შემდეგ პარიზშიც ვნახე. რამდენიმე წვეულებაზეც მოგვიწია ერთად ყოფნამ. ვისაუბრეთ კიდეც, მერე ვიცეკვეთ. ლეონარდო ძალზედ უშუალოა, ადვილად შემოდის კონტაქტში. ჯერ რატომღაც იტალიურად გამომელაპარაკა. მკითხა: იტალიელი ხარო? ვუთხარი, რომ ქართველი ვარ და იქვე დავუწყე ახსნა, რომ ამერიკის ჯორჯიიდან კი არა, აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიიდან ვარ.

მითხრა, რომ იცის საქართველოს შესახებ. ისიც თქვა, რომ ახსოვს რუსეთ-საქართველოს ომი და რომ ჩვენს ქვეყანას მხარს უჭერდა და უჭერს. ეს ჩემთვის საოცრება იყო, გადავკოცნეთ ერთმანეთი და მადლობა გადავუხადე, საქართველოშიც დავპატიჟე და ვუთხარი, რომ ის აქ ძალიან უყვართ",- აცხადებს ქრისტინე ძიძიგური.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016