reportiori.ge - არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მონაწილეობით რაგბის ტურნირი ჩატარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:48
სპორტი
არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მონაწილეობით რაგბის ტურნირი ჩატარდა
ავტორი:
11 სექტემბერი, 2015. 19:57


მიმდინარე წლის 11 სექტემბერს არასრულწლოვანთა  #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში  რაგბის ტურნირი ჩატარდა. ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში გაიმართა.


ერთმანეთს „ლელოს" კლუბის შესაბამისი ასაკის მოზარდები და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გუნდი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მინიმალური სხვაობით დასრულდა.


მწვრთნელების, ზურაბ ქიქოძის და გიორგი კაჭარავას განცხადებით, მსჯავრდებულები ძალიან მონდომებულები არიან და აქტიურად ვარჯიშობენ.


„არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა" მეხუთე წელია გრძელდება. პროგრამის ფარგლებში დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულები რაგბის და ფეხბურთის საწვრთნელ გაკვეთილებს კვირაში ორჯერ გადიან. პერიოდულად სპორტული ტურნირებიც იმართება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016