reportiori.ge - პირისპირ რეზო ჭეიშვილთან...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:38
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
პირისპირ რეზო ჭეიშვილთან...
ავტორი:
12 სექტემბერი, 2015. 14:20


სამწუხაროდ, დიდი მწერალი გარდაიცვალა - რეზო ჭეიშვილი.

ასეთი ბუნჩულა მეტი არავინ ვიცი. მას წერა უყვარდა და არა ლაპარაკი. ბატონი რეზო საუცხოო ადამიანი იყო და რაოდენ მტკივა გული, წარსულ დროში რომ ვიხსნებ. მისი შეფარული, ჩუმი ღიმილი თავლწინ მიდგას... ეეჰ, რეზო-ბატონო, რომ იცოდეთ, როგორ განვიცდი, როდესაც ის ადამიანები მიდიან, აი, დიდ პატივს რომ ვცემ და მიყვარან გულის გულში. ჩვენი ბოლო შეხვედრა მინდა გავიხსენო. ქართულ ფეხბურთზე სასაუბროდ მოვიწვიე და დანარჩენს კი აქვე წაიკითხავთ.


***


ერთ თბილისურ ნაშუდღევს, მუშტაედის პარკის მეზობლად მდებარე სპორტულ კაფეში შვხვდი დიდებულ მწერალს, რეზო ჭეიშვილს. მის ერთ სიტყვას, ხმას თუ ნაამბობს, მხოლოდ ყური უნდა უგდო გაფაციცებით, ემანდ, არაფერი გამოგეპაროს და აი, რა მიამბო ფეხბურთზე შეყვარებულმა, მაგრამ სწორედ ფეხბურთზე სევდაშეპარულმა ბატონმა რეზომ.

არადა...


-------------


" .... ბურთი მრგვალია, მზის, ცდომილების (დედამიწის) მოდელი. ბურთს თამაშობენ ხელით, ფეხით, თავით, ყველაფრით.

მტრისა და მოყვრის თავებიც უკოტრიალებიათ მიწაზე. უხსოვარი დროიდან თამაშობდნენ მრგვალი ბურთით, თამაშობენ და ითმაშებენ, რადგან კაცობრიობამ ბურთზე უკეთესი სათამაშო ვერ გამოიგონა...


ბურთი მრგვალია და თანაც სუნთქვადი, უჰაეროდ სიცოცხლე არ შეუძლია. ბურთი რომ გაცოცხლდეს, მობურთალია საჭირო, ვირტუოზი, მობურთალის ბურთი ხომ ცელქი და დამჯერე, დინჯი და სწრაფი ფოსტა მტრედია, სამიზნეში გაგზავნილი.


ჰოდა, სადაა დღეს სამიზნე?


იმას ვამბობდი...


-----------------------------


მართლა დედამიწის მოდელია ეს პატარა ფსხრიკი, მართლა მთელ დედამიწას კი აღადავებს. არადა, საცოდავს ოცდაორი კაცი თავფეხგამეტებით სცემს.

მოვედით, მოვლენ, წავალთ...

თამაშით წავიდნენ მრავალნი... ბურთი ისევ დარჩა ცეცხლოვანი, ნარინჯისფერი, ცისფერ - წითელი...

დარჩა მოგონება, მოგონებები, ისტორია, ისტორიები, ტკივილი, სიხარული, სევდა, იმედი...

კი გვინდა იმედი...

მეორე კაპიტანი


-----------------------------


ბასა ღოღობერიძე მეორე კაპიტანი იყო, რომელმაც პირველის ლურჯი სამკლაური გადმოილოცა. ახლაც თვალნათლივ ვხედავ, მკერდზე როგორც ჰქონდა მიწეპებული ნეკერჩხლის ფოთოლივით ბურთი ბასას.


პაიჭაძემ კი ჩაიცვა ზღვათა კაპიტნის ლურჯი მუნდირი ფოთში. ლურჯ ოცნებებში შებრუნებულს დედის პერანგივით ჰქონდა მორგებული მეზღვაურის სამოსი.


.... ხოლო თბილისში დამთავრდა სტადიონი. დაამონტაჟეს უცხოელებმა ელექტროგანათება საქართველოს პირველ სტადიონზე, შეამოწმეს, გაანათეს ღამით ოფიციალურ გახსნამდე და ღია ავტომანქანით შემოიყვანეს დამბლადაცემული ავთანდილ ღოღობერიძე.


ომგადახდილმა სოხუმელმა ბიჭმა, რომელმაც ფეხბურთს შეალია ომის შემდეგ დროინდელი სიცოცხლე, მინდვრიდან გადაინაცვლა საწოლში, სადაც მრავალი წელი გაატარა.


იმ ღამით მიხვდა, სადაც მივიდა და თვალებში ცრემლჩამდგარი მიაჩერდა ნაცნობ, ბინდგადაკრულ სახეებს.


სანამ დილით ცეკა, ტეკა და „ილიჩი" სტადიონს გახსნიდნენ (თავდაპირველად ხომ ლენინის სახელი ერქვა?), მოედანზე თავახდილი ავტომანქანა შემოვიდა. ლაფეტზე იწვა ბასა - მეორე კაპიტანი, თავთით ჩაცუცქული პაიჭაძე გადასაფარებელს უსწორებდა. გაჩახჩახებული იყო სტადიონი, ორი კაპიტნის მომავალი მავზოლეუმი.


საპატიო წრეს არტყამდა ლაფეტი და იღებოდა უკვდავების ორი კარი სამხრეთითა და აღმოსავლეთით. დუმდნენ ცარიელი ტრიბუნები, ჟრუანტელივით იბურძგლებოდა მოედანზე მოლი ნიავის წამობერვაზე და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდ და ნათელი წარმოდგენა, რაც დღემდე ფეხბურთის ისტორიამ შემოინახა.


....საქართველო დამოუკიდებელი გახდა, საქართლოს მთავრ სტადიონს ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა და დღესაც, როდესაც სტადიონი გაბრდღვიალდება მატჩის დაწყებამდე და აჟღერდება ჰიმნი საქართველოსი, ამ დროს ჩრდილოეთის კოშკის ბოგირზე სახემოღრუბლულ მეზღვაურს ვხედავ ხოლმე ლურჯი პიჯაკით.


სულ რამდენიმე წამი დგას - ხმელი და ნაღვლიანი.


გხედავ, კაპიტანო!"


პ.ს.


უბრალოდ, მინდა ვიფიქრო, რომ ბატონი რეზო სხვა სოფელში გადაბარგდა და ოდესმე ვნახავთ ერთმანეთს. ვიცი, რომ ამიერიდან ორი ლეგენდა ერთად იქნება, ჭეიშვილი - ღოღობერიძე და სხვები...




ავტორი: მაია კახიძე

 

11 სექტემბერი, 2015 წელი 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016