reportiori.ge - რეზი არველაძე: მე მხოლოდ ქართული ფეხბურთის სიყვარული მამოძრავებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:39
ინტერვიუ
რეზი არველაძე: მე მხოლოდ ქართული ფეხბურთის სიყვარული მამოძრავებს!
ავტორი: რეპორტიორი
12 სექტემბერი, 2015. 16:45


ქართულ საფეხბურთო სამყაროში დიდი ვნებათაღელვაა. მოგეხსენებათ, 3 ოქტომბრის ყრილობაზე მოხდება ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევა, კანდიდატი კი სამია: მამუკა კვარაცხელია, რეზი არველაძე და ლევან კობიაშვილი. ამ ეტაპზე დუღილის ტემპერატურას მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიუღწევია, კანდიდატები ფედერაციის სუბიექტებს ხვდებიან და საკუთარ პროგრამას აცნობენ. „რეპორტიორისთვის" ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი - რეზი არველაძე  მომავალ კვირას კუნძულ მალტაზე გასამართ უეფას კონფერენციაზე მიემგზავრება და ვთხოვეთ, რამდენიმე კითხვაზე ეპასუხა:


- ბატონო რეზი, ფეხბურთის ფედერაციაში თქვენ უფლებამოსილება შეიჩერეთ, მალტაზე რა სტატუსით მიემგზავრებით და რამდენად მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია?


- როდესაც აღმასკომის სხდომაზე განვაცხადე უფლებამოსილების მოხსნის შესახებ, იქვე გავაკეთე მინიშნება, რომ შიდა საფეხბურთო საქმიანობაში ჩარევას აღარ ვაპირებ, მაგრამ მალტის კონფერენციაზე არწასვლა მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის არის საზიანო და ამიტომაც მივემგზავრები. იქ უნდა დაისახოს უეფას სამომავლო სტრატეგია, იქნება ეს ფინანსური თუ ფეხბურთის განვითარების პროგრამები, აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია სატელევიზიო უფლებების საკითხი, მოკლედ რომ ვთქვა, იქ, მალტაზე დაიგეგმება უეფას ახლო მომავლის სამოქმედო პროგრამა და ამ პროცესიდან გამოკლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და კერძოდ ქართულ ფეხბურთს დააზარალებდა. როგორც მოგახსენეთ, 17 სექტემბრიდან სრულიად ვიხსნი გენერალური მდივნის უფლებამოსილებას.

 

- საარჩევნო პროცესში, ხელისუფლების მხრიდან ჩარევის ფაქტებზე რას იტყოდით?

 

- ვერ ვიტყვი, რომ ამას ტოტალური და ცენტრალიზებული ხასიათი აქვს, მაგრამ ცალკეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, იყო და ამის შესახებ თქვენმა კოლეგებმაც ისაუბრეს.  მიმაჩნია, რომ ქართულ საფეხბურთო სამყაროს სხვისი ჩარევის გარეშეც შეუძლია სწორი არჩევანის გაკეთება, მთავარია, თავად ფეხბურთი არ დაზარალდეს.


- ზვიად სიჭინავამ გადადგომისას განაცხადა, იმ კანდიდატს დავუჭერ მხარს, ვისაც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფო 250 მილიონს გამოუყოფსო. როგორ ფიქრობთ, თქვენი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჩადებს სახელმწიფო ამ რაოდენობის თანხას ფეხბურთში?

 

- ჩემთვის ცოტა გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც ჩემმა პერსონამ გამოიწვია, ასეთმა ფრაზამაც გაიჟღერა - ამდენი ხანია, ფედერაციაში მუშაობსო. რატომ გახდა ეს ფაქტი თითით საჩვენებელი, რა, ცუდია, რომ დიდხანს ვიმუშავე? რატომ ფიქრობენ, რომ ეს ჩემი მინუსია, ამ ხნის მანძილზე უამრავი საჭირო კონტაქტი დავამყარე, რომლებსაც არა ჩემთვის, არამედ ისევ ჩვენი ფეხბურთის სასიკეთოდ ვიყენებდი.


რაც შეეხება დაფინანსებას, ამ პრობლემას სწორად უნდა შეხედონ, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი, ფული და დახმარება არა ფედერაციას, არამედ ქართული ფეხბურთის აღორძინებას უნდა მოხმარდეს. ისევე, როგორც ეს მოხდა რაგბიში. სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხის სწორად და მიზანმიმართულად განაწილება უნდა იყოს მთავარი და არა ვისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში გამოიყოფა თანხა. ფეხბურთი სჭირდება ხალხს და სახელმწიფოს, ამოსავალი წერტილიც ეს უნდა გახდეს.


მე მხოლოდ ფეხბურთის სიყვარული მამოძრავებს და მინდა, წლების განმვლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ამ საყვარელ საქმეს მოვახმარო.


ეს არის და ეს.


- წარმატებას გისურვებთ როგორც მალტის კონფერენციაზე, ისე მომავალ საქმიანობაშიც.


აქვე გვინდა, ჩვენი, „რეპორტიორის" პოზიცია დავაფიქსიროთ: მივესალმებით ყველას, ვინც ქართული ფეხბურთის აღორძინებისთვის ცდას და ენერგიას არ დაიშურებს, იქნება ეს ფედერაციის პრეზიდენტი თუ სახელმწიფო.


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016