reportiori.ge - "Der Standard": ივანიშვილთან სააკაშვილის ერთწლიანი კოაბიტაცია მძიმედ წარიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:21
მედია
"Der Standard": ივანიშვილთან სააკაშვილის ერთწლიანი კოაბიტაცია მძიმედ წარიმართა
05 ნოემბერი, 2013. 13:45

საქართველოს მთავრობის ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება", - ამ სათაურით ინტერნეტგამოცემა Der Standard"-ში ვრცელი სტატია დაიბეჭდა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა მისი კაბინეტის შინაგან საქმეთა მინისტრი და ნდობით აღჭურვილი პირი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად წარადგინა თავის შემცვლელად. ჩვენმა გუნდმა ერთხმად დაუჭირა ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარი", თქვა შაბათს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მილიარდერმა. 31 წლის ღარიბაშვილის სახით საქართველოს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ეყოლებაო.

მომავალი პრემიერ-მინისტრი ერთი წლის წინ, ვიდრე მას შინაგან საქმეთა მინისტრად წარადგენდნენ, დაუწერელი ფურცელი იყო. მანამდე პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, შემდეგ კი ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობდა, მუშაობდა მის ბანკში და ასევე ივანიშვილის ვაჟის, რეპვარსკვლავის ჩამწერ სტუდიაში. ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური იქნება და კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ, ქვეყნის ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსი, პრეზიდენტზე მეტისაც, რომელიც ასევე საკმაოდ ახალბედა პოლიტიკოსია. მილიარდერის გვერდით მოკლე გამოსვლაში ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავისი მფარველის კურსის გაგრძელება სურს.

ოპოზიციამ მისი დანიშვნა მწვავედ გააკრიტიკა. ღარიბაშვილი ამ პოსტზე სწორი არჩევანი არ არის", ამბობს პრეზიდენტ საკაშვილის პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიორგი ბარამიძე. მას საამისო არც გამოცდილება აქვს და არც ცოდნა; ივანიშვილმა ის მხოლოდ უპირობო ლოიალურობის გამო აირჩია".

ავტორი სტატიაში მიხეილ სააკაშვილის შესახებაც საუბრობაც და აღნიშნავს, რომ ივანიშვილთან მისი ერთწლიანი კოაბიტაცია მძიმედ წარიმართა. მისი ბევრი ექსმინისტრი კორუფციის ბრალდებითაა დაკავებული. დასავლეთში კი პოლიტიკური დევნის შიში გაჩნდა.

ახალი პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ერთი მხრივ, მათ სააკაშვილის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნები უნდა განაგრძონ, მეორე მხრივ კი, 2008 წლის შემდეგ რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იზრუნონ. ამას გარდა, იფიქრონ სუსტი ეკონომიკის აღორძინებასა და მთელი რიგი გაჩერებული ინფრასტუქტურული პროექტების გაგრძელებაზე. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016