reportiori.ge - თბილისი რუსული კინოს ფესტივალს უმასპინძლებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:33
კულტურა
თბილისი რუსული კინოს ფესტივალს უმასპინძლებს
05 ნოემბერი, 2013. 14:15

6-10 ნოემბერს, თბილისში, რუსული კინოს მეოთხე ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის პროგრამაში რუსული კინოინდუსტრიის უახლესი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. მაყურებელს საშუალება ექნება გაეცნოს მხატვრულ, დოკუმენტურ და ექსპერიმენტულ ფილმებს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა კინორეჟისორთა შემოქმედებას, ასევე ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების სერიას. ფესტივალის რუბრიკაში რეტროსპექტივა", წელს წარმოდგენილია მამა-შვილის, ანდრეი და ავდოტია სმირნოვების ფილმები.

სპეციალური კინოჩვენება ეძღვნება ქართველი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის ხსოვნას. ნაჩვენები იქნება დიმიტრი ასტრახანის ფილმი განვედ!.." ასევე, შედგება კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სოფიკო ჭიაურელის სახელობის პრიზის გადაცემა.

წელს კინოფესტივალის მონაწილეთა შორის არიან რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები და კრიტიკოსები: დიმიტრი ასტრახანი, ანდრეი და ავდოტია სმირნოვები, ვალერი ტადაროვსკი, იური კალაკონიკოვი და სხვები. სპეციალური სტუმრის სტატუსით, ფესტივალს დაესწრება ანდრეი ტარკოვსკის შვილი, ალექსეი ტარკოვსკი.

ფესტივალის ფარგლებში პირველად გაიმართება ინდუსტრიული ფორუმი", რომელიც ემსახურება ქართველ და რუს კოლეგებს შორის ხელსაყრელი კონტაქტების დამყარებას და სასარგებლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

თეატრისა და კინოს ინსტიტუტისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დაგეგმილია ცნობილი რუსი პროდიუსერის, არტიომ ვასილიევის  მასტერკლასი.

პრესკონფერენციას გახსნის ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი კონსტანტინე ლუზინიან-რიჟინაშვილი, ჩამოსული სტუმრების მხრიდან ფესტივალს წარადგენენ: ანდრეი სმირნოვი, არტიომ ვასილიევი, ნიკიტა ეფრემოვი, ვიაჩესლავ შმიროვი, ავდოტია სმირნოვა, ევგენი გინდილისი.

ფესტივალის ორგანიზატორია ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი და საპროდიუსერო ცენტრი „კინოპროცესი".

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016