reportiori.ge - გიორგი ფირცხალავა: ფეხბურთის ფედერაციის წევრობაზე არავისთვის გვითქვამს უარი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:44
სპორტი
გიორგი ფირცხალავა: ფეხბურთის ფედერაციის წევრობაზე არავისთვის გვითქვამს უარი
ავტორი:
14 სექტემბერი, 2015. 18:39


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ფედერაციის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით მხოლოდ რეგიონული ფედერაციების მიერ წარმოდგენილი 35 დელეგატი ისარგებლებს, 26 გუნდის ფეხბურთის ფედერაციაში წევრად გახდომის შემთხვევაში კი, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას საფეხბურთო გუნდების წარმომადგენლებიც მიიღებენ.


გადაწყვეტილებას არ ეთანხმება „დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია და მიიჩნევს, რომ კლუბების უფლებაა, იყვნენ ფედერაციის სუბიექტები და სარგებლობდნენ ფედერაციის არჩევნებზე ხმის უფლებით.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 26 საფეხბურთო გუნდისთვის ფედერაციის წევრად გახდომას და მათთვის ხმის მიცემის საკითხს რიგგარეშე აღმასკომის სხდომაზე განიხილავს, რომელიც 1 დეკემბრამდე ჩატარდება.


აღმასრულებელი კომიტეტოს სხდომის დასრულების შემდეგ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ფირცხალავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფეხბურთო კლუბებს ფედერაციამ წევრობაზე უარი არ უთხრა, უბრალოდ, კლუბების საკითხი გადაიდო იმის გამო, რომ გუნდების დოკუმენტაცია კვლავ არ ჰქონდათ წესრიგში.


„ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრობაზე არავისთვის გვითქვამს უარი. უბრალოდ, ამ შემთხვევაში დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი. ჩვენ პირველივე შესაძლებლობაზე წლის ბოლომდე რიგგარეშე ყრილობას ჩავინიშნავთ და იქ განვიხილავთ გუნდების გაწევრიანების საკითხს", - განაცხადა ფირცხალავამ.



ფედერაციის დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მამუკა კვარაცხელიაც. კვარაცხელია არ გამორიცხავს, რომ საქმე სასამართლომდეც მივიდეს.

 

„არ მესმის, რატომ არ აძლევენ კლუბებს ხმის უფლებას. უნდა შევხვდე ჩემს ყველა თანამოაზრეს, მათ შორის ლევან კობიაშვილსაც და მომდევნო ნაბიჯებზე შევჯერდეთ, რადგან ასე გაგრძელება არ შეიძლება", - განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016