მსოფლიო
გარი კასპაროვი სეიმს ლატვიის მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვს
ავტორი: თამარ ბატიაშვილი
05 ნოემბერი, 2013. 14:43
მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკში, რუსმა ოპოზიციონერმა გარი კასპაროვმა ლატვიის მოქალაქეობა მოითხოვა. ამის შესახებ „ბიბისის" რუსული სამსახური იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, კასპაროვმა ლატვიის სეიმს მოქალაქეობის მინიჭება ამ ქვეყნისადმი განსაკუთრებული ღვაწლისთვის სთხოვა. ლატვიელი დეპუტატების განცხადებით, მსოფლიოს ჩემპიონს ჭადრაკში რუსეთის მოქალაქეობის შენარჩუნებაც სურს.
„ბიბისის" ინფორმაციით, ლატვიისადმი განსაკუთრებული ღვაწლის გამო სეიმს მოქალაქეობის მინიჭების უფლება აქვს. ივნისში, ჟენევაში გამოსვლისას კასპაროვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან შიშობს, რომ ოპოზიციური საქმიანობის გამო მასზე საქმე აღიძვრება.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40