reportiori.ge - ილია კოკაია: დღეს ქართული ფეხბურთის ნგრევაში ჩივაძეს და ხურცილავას სოლო პარტია უჭირავთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:44
სპორტი
ილია კოკაია: დღეს ქართული ფეხბურთის ნგრევაში ჩივაძეს და ხურცილავას სოლო პარტია უჭირავთ
ავტორი:
15 სექტემბერი, 2015. 16:50


საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" მფლობელის ილია კოკაიას ინფორმაციით, გუშინდელი აღმასკომის სხდომა მას ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჩივაძემ დაატოვებინა. კოკაიას თქმით, გუშინ, ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ აღმასკომის სხდომაზე, მას პირადად ალექსანდრე ჩივაძემ სთხოვა, რომ სხდომა დაეტოვებინა, რადგან ყველაფერი გარკვეული იყო.


საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" მოფლობელი აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შვიდი სუბიექტი რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებს. 


მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ თანხმობა თბილისის „დინამომ", „ზესტაფონმა", ფოთის „კოლხეთმა", „სამტრედიამ", ქუთაისის „ტორპედომ" და გორის „დილამ" განაცხადეს.


ამასთან, კოკაია ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე ჩივაძეს იუდას უწოდებს და აცხადებს, რომ მან ქართული ფეხბურთი გაყიდა.

 

„გუშინ აღმასკომის სხდომაზე ვიმყოფებოდი, თუმცა მოვიდა ალექსანდრე ჩივაძე და მითხრა, რომ წავსულიყავი, რადგან ყველაფერი „გაიასნებულიაო", ეს პირადად მითხრა და მე ვუთხარი, რომ იქ არასადროს მივიდოდი. მე არ ვერიდები არც ჩივაძეს, არც ხურცილავას, ამ ხალხმა ძალიან ბევრი გააკეთეს ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ დღეს მის ნგრევაში სოლო პარტია უჭირავთ", - განაცხადა კოკაიამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016