reportiori.ge - ეს დანაშაულია! - ებრალიძე ერთს ამბობს, წესდება - მეორეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:45
სპორტი
ეს დანაშაულია! - ებრალიძე ერთს ამბობს, წესდება - მეორეს
ავტორი:
15 სექტემბერი, 2015. 18:45


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების წინ გურიის ფედერაციაში დელეგატისა თუ სხვა სკანდალებზე „for.ge" სტატიას აქვეყნებს.


როგორც გამოცემა აღნიშნავს, ის, რომ ქართულ ფეხბურთში წერა-კითხვის და აზრის გამოტანის დიდი გასაჭირია, მგონი, საკამათო არ უნდა იყოს. ე. წ. საფეხბურთო ფუნქციონერები საკუთარ წესდებასვე იმგვარად ჭრიან და კერავენ, რომ ბოლოს თავად ვერ გაუგიათ, ჭეშმარიტება სად იმალება, თუმცა, ალბათ, სხვა გამოსავალიც არ აქვთ - სხვაგვარად თბილ სკამებს ვერ შეინარჩუნებენ.

 

სხვა რეგიონებისა სხვებმა თქვან, ჩვენ კი, აგერ, გურიაში მომხდარ ტრაგიკომიკურ ამბებზე გეტყვით. გეცოდინებათ, 3 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ყველაზე მეტად, სწორედ ამ პერიოდში ჩანს თეთრი ძაფით ნაკერი შავი ნაჭრები. მაშინ, როცა ათასი თვალი და ყური სწორედ ფედერაციისკენაა მიმართული, ადამიანებს ჰყოფნით თავხედობა და უარესად გვიხვევენ თვალებს.

 

აბა, როგორი დასაჯერებელია, რომ ოდესმე გურიაში საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენაზე იოტისოდენა პრობლემაც კი შეექმნებოდა მერაბ ჟორდანიას?! კაცს, რომელსაც ჩვენი რეგიონის მიმართ უდიდესი დამსახურება აქვს და ლანჩხუთისგურიას" ერთ-ერთ ლეგენდად ითვლება, გრფფ-ის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემკარი მიუხურა" - კი გაფასებ, მაგრამ ხმა რეზი არველაძეს უნდა მივცეო.

 

კი მაგრამ, რატომ? რა დამსახურებისთვის? რა უფლებით?

 

ვერ გაგვიგია, რატომ აძლევს ებრალიძე ამდენის უფლებას საკუთარ თავს, მაშინ როცა გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები აბსოლუტურად სხვა აზრისანი არიან... შეხლა-შემოხლა, გაწევ-გამოწევა, ლანძღვა-გინება - რა არ მოჰყვა ამ ამბავს, მაგრამ ფაქტია, სტატუს-კვო დღემდე არ შეცვლილა.

 

კი ბატონო, იყოს არველაძე, მაგრამ ზემოთ წესდება ტყუილად რომ არ გვიხსენებია? აი, რა წერია საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ დოკუმენტში (იხ.დანართი):

 

გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის (/ 233645393) წესდების თანახმად, დელეგატის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო განსაზღვრული არ არის. ფედერაციის წესდების მიხედვით, ფედერაციის გამგეობა წარმოადგენს ხელმძღვანელ და წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც წესდების 5.15- მუხლის თანახმად იღებს გადაწყვეტილებებს იმ საკითხებზე, რაც არ განეკუთვნება ფედერაციის უმაღლესი ორგანოს - საერთო კრების კომპეტენციას. ხოლო წესდების 5.16- მუხლის მიხედვით, პრეზიდენტიასრულებს გამგეობის და საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს".

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ფედერაციის უმაღლესი ან/და ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე".

 

და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ებრალიძე გაიძახის, ჩემი გადასაწყვეტია, ხმას ვის მივცემო. არ არის ასე, ბატონო კახა, თქვენ ცდებით! ცდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც და მისიკოლორიტული" აღმასკომიც, როცა უკვე მეორედ გატანილ საკითხზე რეაგირება არ მოახდინა და გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ერთპიროვნული არაკანონიერი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თქვენ ყველანი ცდებით და ასამარებთ ქართულ ფეხბურთს, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, ამისთვის პასუხსაც მალე აგებთ!

 

მართალია, ჟორდანია უკვე აღარ არის საპრეზიდენტო კანდიდატი, ალბათ სწორედ გურულების უარმა გადააფიქრებინა მას საარჩევნო მარათონში ჩაბმა, მაგრამ უკვე პრინციპის საკითხია: ჩვენ სიმართლეს ვითხოვთ!" - ნათქვამია სტატიაში.




წყარო: for.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016