ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ტელევიზია „იბერიაში", რომელიც 11 წლიანი პაუზის შემდეგ მაუწყებლობას განაახლებს წამყვანის პოზიციას დაიკავებს.
ამის შესახებ რაზმაძე „ფეისბუქის" გვერდზე წერს.
„ტელეკომპანია „იბერია" 11 წლის შემდეგ...
სულ მალე ტელეკომპანია "იბერია " 11 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ისევ გავა პირდაპირ ეთერში და მე ვარ ბედნიერი, რომ ერთ-ერთი საკვანძო ყოველდღიური გადაცემის წამყვანი ვიქნები ამ ტელევიზიაში...
ეს იქნება ყოველდღიური პოლიტიკური თოქ-შოუ იმ მოვლენებზე, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ და ჩვენი მონაწილეობით.
ჩვენი მთავარი მოკავშირეა ხალხი, რადგან ჩვენ თავად ვართ ხალხი და ერთად ვითხოვთ პასუხებს იმ კითხვებზე, რაც გვაქვს!
მიხარია, რომ ამ გამოწვევის დროს ვიქნები იმ არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც უკვე არაერთხელ დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი და მაღალი პასუხისმგებლობა.
ვახო ხუზმიაშვილი, სოფო ხუციშვილი, დიდი მადლობა, რომ ხართ ამ გადაცემის პროდიუსერები და ჩვენ ერთად შევეცდებით ავსახოთ მხოლოდ ობიექტური სიმართლე ახალ ტელევიზიაში!"- წერს რაზმაძე.