reportiori.ge - მამუკა კვარაცხელია: ფეხბურთის ფედერაციის ეს ხელმძღვანელობა ყველა კანონიერი გზით შეიცვლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:33
სპორტი
მამუკა კვარაცხელია: ფეხბურთის ფედერაციის ეს ხელმძღვანელობა ყველა კანონიერი გზით შეიცვლება
ავტორი:
16 სექტემბერი, 2015. 12:08


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ მამუკა კვარაცხელიას განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი უკანონო გადაწყვეტილებებს  იღებს.


როგორც კვარაცხელია აცხადებს, გადაწყვეტილებით, რომლითაც 24 გუნდს ფედერაციაში გაწევრიანების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდა, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დაამტკიცა, რომ ის ყველაფერს სათავისოდ იყენებს.



სხდომამ ნათლად დაამტკიცა, რომ ეს არის არა აღმასკომი, არამედ ქართული ფეხბურთის დაღმასკომი. ისინი სათავისოდ იყენებენ ყველაფერს და თავის თავს ირჩევენ ყრილობაზე. მაგრამ პირობას გაძლევთ, წელს აუცილებლად შეიცვლება ფეხბურთის ფედერაციის ეს ხელმძღვანელობა ყველა კანონიერი გზით", - განაცხადა კვარაცხელიამ.



ცნობისთვის, 14 სექტემბერს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ფედერაციაში გაწევრიანების მსურველი 24 გუნდის საკითხი განიხილეს, თუმცა, სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გაწევრიანების მსურველი გუნდების გაწევრიანების გადაწყვეტილება, რიგგარეშე ყრილობაზე იქნება მიღებული, რომელიც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავას განცხადებით, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე ჩაინიშნება.



აღმასკომმა იმსჯელა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 24 გუნდის მიერ წარმოდგენილი საბუთები ტექნიკურად სრულყოფილი არ იყო. ვერცერთმა გუნდმა ვერ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები. გუნდების ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე ყრილობაზე ვიმსჯელებთ, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე ჩაინიშნება", - განაცხადა ფირცხალავამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016