reportiori.ge - „კომერსანტი“: ნერვების 20-წლიანი გაუთავებელი თამაშის შემდეგ, საქართველომ მშვიდობა დაიმსახურა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:51
მედია
„კომერსანტი“: ნერვების 20-წლიანი გაუთავებელი თამაშის შემდეგ, საქართველომ მშვიდობა დაიმსახურა
05 ნოემბერი, 2013. 15:53

„საქართველოს სჭირდება არა მორიგი ქარიზმატული ლიდერები შუქურით ხელში, არამედ პროფესიონალები", - ამ სათაურით რუსულ კომერსანტში" გამოქვეყნებულ სტატიაში რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ხელმძღვანელი ფიოდორ ლუკიანოვი საქართველოში მიმდინარე ცვლილებებს აფასებს.  

ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა ცნობილია - ამ პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

მთავრობის მეთაური ბიძინა ივანიშვილი, ერთი წლის წინ დადებული პირობის შესაბამისად, პოსტიდან მიდის, რადგანაც საკუთარ მისიას შესრულებულად მიიჩნევს. გადადგა თუ არა საქართველომ ნაბიჯი დემოკრატიისკენ? ამ საკითხზე მსჯელობისას ლუკიანოვი იხსენებს 2000-იან წლებს, როდესაც ჯორჯ ბუშის წყალობით, საქართველოს დემოკრატიის შუქურა" უწოდეს.

მიხეილ სააკაშვილი არ იღლებოდა იმის გამეორებით, რომ მისი მიზანი არის დემოკრატიული საქართველო ატლანტიკური ალიანსის რიგებში. და ეს საკმარისი იყო, რომ პირველი მოსწავლე გამხდარიყო კლასში, სადაც ცივილიზებული სამყაროს" კანდიდატებს ამზადებდნენ.

თუმცა, შემდეგ შუქურის სინათლე გაფერმკრთალდა. ქართველი რეფორმატორების პოლიტიკური და მმართველობითი პრაქტიკა ინტერესს იწვევდა, რადგან მათ გარკვეული შედეგების მიღწევა მართლაც შეძლეს. თუმცა, დროთა განმავლობაში თავად სააკაშვილის თაყვანისმცემლებიც კი ვერ აძლევდნენ თავს უფლებას, ეთქვათ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს დემოკრატიასთან რაიმე საერთო ჰქონდა. დისციპლინირებული და შრომისუნარიანი სახელმწიფო აპარატი სააკაშვილის ეპოქის მთავარი მიღწევაა, განსაკუთრებით საქართველოს იმ დაუდევარი იმიჯის ფონზე, რომელსაც ბევრი შეეგუა. თუმცა მას მეორე მხარე ჰქონდა - მკაცრი  რეპრესიული სისტემა, რომელიც ტოტალურ კონტროლსა და ოპონენტების ნეიტრალიზაციაზე იყო აშენებული.

შენარჩუნდება თუ არა არაკორუმპირებული საგზაო პოლიცია და სახელმწიფო მომსახურების ეფექტური სფერო ახლა, როდესაც ქვეყანაში კვლავ აზრთა პლურალიზმი და ბობოქარი პოლიტიკური ცხოვრებაა? ამას მალე ვნახავთ. მაგრამ ერთ რამეში საქართველომ სიმწიფე გამოიჩინა - იქ ხელისუფლება პირველად 1991 წლის შემდეგ მშვიდობიანი გზით შეიცვალა. ჯერ შეიცვალა რეალური ხელისუფლება - კოალიციაქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში. ახლა კი ფორმალურიც - მართალია, უფლებამოსილებების გარეშე, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილის ნაცვლადმეოცნებეთა" წარმომადგენელი გახდა.

ნერვების 20-წლიანი გაუთავებელი თამაშის შემდეგ, საქართველომ მშვიდობა დაიმსახურა. რევოლუციური ცვლილება ქვეყანას ძვირი დაუჯდა - დაკარგულია ტერიტორიების მესამედი, მოსახლეობა გადის, ვისაც სად შეუძლია, ეკონომიკა ბორძიკობს, საგარეო პოლიტიკური პერსპექტივები ბუნდოვანია. საქართველოს სჭირდება არა მორიგი ქარიზმატული ლიდერები შუქურით ხელში, არამედ პროფესიონალები, რომელთაც შეუძლიათ ქვეყნის ნანგრევებისგან გათავისუფლება, ახალი მომავლის მშენებლობა. არავითარი გარანტია არ არსებობს. ყველა შესაძლო შეცდომა უკვე დაშვებულია და ზოგიერთი მათგანიდან გაკვეთილიც გამოტანილია. სწორედ ეს გვავსებს ოპტიმიზმით", - წერს ფიოდორ ლუკიანოვი.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016