reportiori.ge - უნიკალური ოპერაცია გერმანიაში - ქართველი სიამის ტყუპი გააცალკევეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:01
პრეს-დაიჯესტი
უნიკალური ოპერაცია გერმანიაში - ქართველი სიამის ტყუპი გააცალკევეს
ავტორი:
17 სექტემბერი, 2015. 18:49


მედიცინის სფეროს ერთ-ერთი სენსაცია, რომელზეც მსოფლიო ალბათ დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებს, გერმანიაში ჩატარებული ოპერაციაა, რომლის გმირები ქართველი, ექვსი თვის პატარები არიან. სტატიას გაზეთი „ვერსია" აქვეყნებს.


ოპერაცია ხუთი სათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ექვსი თვის სიამის ტყუპი თამარი და თებროლე წარმოუდგენელი ოსტატობის, შეუდარებელი პროფესიონალიზმის შედეგად, ერთმანეთს დააცალკევეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და როგორც პროფესორი ტომას ბოემერსი ამბობს, გოგონები აბსოლუტურად ჯანმრთელები იქნებიან.  ჯანსაღი და შეუზღუდავი იქნება მათი მომავალი ცხოვრება.


ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა მიზნის მიღწევა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მთავარი სირთულე ღვიძლის გაყოფა და ახალშობილების მუცლის კედლების დახურვა იყო. პარალელურად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე პაციენტს ნარკოზი ერთდროულად, აბსოლუტური სიზუსტით მიწოდებოდა.


81 000 ევროდ ღირებული ოპერაცია შემოწირულობით დაფინანსდა. დაფინანსება, სამწუხაროდ, ქართველ პაციენტებზე ვერ იმოქმედებდა. ოპერაციას ქირურგიდან დაწყებული, ექთნით დასრულებული, ყველა ზედმიწევნით პასუხისმგებლობით მოეკიდა.


175 დღე იცოცხლეს გოგონებმა ისე, რომ ერთმანეთთან იყვნენ შესისხლხორცებულნი. დღეს კი მათ კიოლნის ბავშვთა კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განცალკევებულ საწოლებზე სძინავთ.


ეს ოპერაცია მთელი სამედიცინო სფეროს სენსაცია და წარმატებაა, 32 წლის ქართველი დედისთვის კი გამარჯვება - იგი ხომ ექვსიოდე თვის წინ, სასოწარკვეთილი, იმედგადაწურული იყო და მხოლოდ სასწაულის იმედი ჰქონდა. ეს ოპერაცია მისთვის ნატვრის ახდენა, მეორედ დაბადებაა. „ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მშობლის პოზიცია, რწმენაა", ამბობს გერმანელი პროფესორი,- „ეს რომ არა, უძლურნი ვიქნებოდით. მან დიდი და პრობლემებით სავასე გზა გამოიარა საქართველოდან გერმანიამდე, შეუძლებელი შეძლო და კიოლნის კლინიკის ექიმებს ანდო ტყუპის სიცოცხლე. მისი რწმენა ჩვენც ძალას გვმატებდა".


ტყუპის ოპერაციის დასრულებას, საქართველოში მამა, ნათესავები და გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ. მათ დაბრუნებას ორი წლის დაიკო თეკლაც ელის.


მათი მდგომარეობა სტაბილურად, დღითი დღე უმჯობესდება. „ჭრილობების კვალიც კი არ დარჩებათ, ნორმალური დამოუკიდებელი ფიზიოლოგიური მდგომარეობა ექნებათ, შეძლებენ განვლონ ცელქი, ონავარი ბავშვობა, მართონ ველოსიპედი, ფეხშიშველებმა მოირბინონ მინდორ-ველი, იცეკვონ",- აცხადებს პროფესორი ტომას ბუმერსი და „საიუველირო ოსტატობის" კვალზე - გოგონების მუცელზე მიუთითებს,- „იმედია, ლამაზი, დახვეწილი გამომივიდა. არც გარუჯვის შერცხვებათ და თუ მოისურვებენ, მოდელებიც გამოვლენ," - ხუმრობს და პატარებს ისევ ეფერება პროფესორი.


ემოციას გერმანელი ჟურნალისტებიც ვერ მალავენ. ამიტომაცაა, ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილ სტატიას ავტორი ამგვარად ამთავრებს: „პროფესორი ისეთი სითბოთი, სიყვარულით ეფერება პატარებს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სიყვარულია პროფესიონალიზმის სათავე. ერთი მეორეს ვერ გამორიცხავს, ორივე ერთად კი გმირობის ტოლფასი ხდება".





წყარო: „ვერსია" 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016