reportiori.ge - საპატრიარქო: მისი უწმინდესობა და ეკლესია ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას მხარს ვერ დაუჭერს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 04:30
რელიგია
საპატრიარქო: მისი უწმინდესობა და ეკლესია ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას მხარს ვერ დაუჭერს
ავტორი:
18 სექტემბერი, 2015. 00:05


საქართველოს საპატრიარქო ღვთისშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას საპატრიარქო მხარს ვერ დაუჭერს.  


".ზუგდიდიდან ღვთისშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბუნდოვანი სიტუაცია შეიქმნა მას შემდეგ, რაც  ხობის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები შეხვდნენ მის უწმინდესობას ყაზბეგში და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი თანახმა იყო, ეს სიწმინდე ერთი დღით დაბრძანებულიყო ხობის მონასტერში; მაგრამ არ ითქვა იმ პირობის შესახებ, რომ  პროცესს არ უნდა მოჰყოლოდა შფოთი და დაპირისპირება.

 

მათი ნათქვამის მიხედვით, იქმნებოდა შთაბეჭდილება იმისა, რომ ეს თემა ყველა დონეზე იყო შეთანხმებული და პრობლემები არ  შეიქმნებოდა, მაგრამ დღეს ზუგდიდში განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო  სურათი წარმოაჩინა.

 

ბუნებრივია, მისი უწმინდესობაც და ზოგადად, ეკლესიაც ასეთ ვითარებაში მხარს ვერ დაუჭერს ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას, რაც  საქართველოს საპატრიარქოს 14 სექტემბრის განცხადებაშიც  გარკვევით იყო დაფიქსირებული.

 

შევნიშნავთ იმასაც, რომ, რადგან ეს სიწმინდე დაცულია მუზეუმში, სახელმწიფოს მიერ და ეკლესია მასზე პატრონაჟს ვერ ანხორციელებს, თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს ხელისუფლებამაც, მითუმეტეს, რომ თავიდან თანხმობა მათი მხრიდან იქნა გაცემული", - აღნიშნულია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016