ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო-ვიდეო ფაილების რაოდენობა 24 ათასამდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება შსს-ს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა გააკეთა. "როგორც ცნობილია აღმოჩენილ 4 კასრში 403 დისკია და გამოძიების პროცესში ჩვენ არ ვიცით იქ კიდევ რამდენი მასალა აღმოჩნდება", - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა. აღმოჩენილი ფირები ფარული ვიდეო და აუდიო, ასევე ფოტო და დოკუმენტურ მასალას მოიცავს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საერთო ჯამი, 17 ათას 500 აუდიო-ვიდეო ფაილია აღმოჩენილი. მისივე თქმით, მასალებზე ასახულია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, საქმიანობის ამსახველი ჩანაწერები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სპეციალური კომისია მსჯელობს მასალების განადგურების საკითხზე და ელოდება თომას ჰამერბერგის რეკომენდაციას.