reportiori.ge - „4-5 წლის განმავლობაში გურიიდან დელეგატები ზუსტად ასეთი სახის წერილით მოდიოდნენ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:50
სპორტი
„4-5 წლის განმავლობაში გურიიდან დელეგატები ზუსტად ასეთი სახის წერილით მოდიოდნენ“
ავტორი:
18 სექტემბერი, 2015. 12:13


ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსის დიმიტრი ბოკერიას განცხადებით, გამგეობის სხდომა არ იყო უფლებამოსილი, დელეგატი დაენიშნა, აღმასკომმა კი ამ კუთხით იმსჯელა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.


როგორც ბოკერიამ საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის შემდეგ განაცხადა, სადაც გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის მიერ დანიშნული დელეგატის კანონიერების საკითხი წყდებოდა, გურიის რეგიონული ფედერაციის გამგეობის სხდომა უფლებამოსილი არ ყოფილა, რომ დელეგატი დაენიშნა.


ტრიბუნალის გადაწყვეტილებაზე ვიმსჯელებთ ფედერაციაში, თუ რატომ მიიღო ტრიბუნალმა ასეთი გადაწყვეტილება. ერთი რაზეც ვაპელირებდით, იყო ის, რომ გამგეობის სხდომა არ იყო უფლებამოსილი, დელეგატი დაენიშნა. აღმასკომმა ამ კუთხით იმსჯელა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვთვლით, რომ გურიის ფედერაციის პრეზიდენტს კახა ებრალიძეს შეეძლო დაენიშნა დელეგატი. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში გურიიდან დელეგატები ზუსტად ასეთი სახის წერილით მოდიოდნენ ფედერაციაში და ახლა რატომ გახდა სადა, ვერ ვხვდები", - აღნიშნა ბოკერიამ.


შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრთა და სფფ-ს მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გოჩა ტყებუჩავას დელეგატობა გაუუქმა. 


გადაწყვეტილების თანახმად, უარყოფილ იქნა მოთხოვნა ა(ა)იპ გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატად იური ჩხაიძის კანდიდატურის დამტკიცების შესახებ. ასევე გაუქმდა სფფ-ს აღმასკომის 2015 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც, გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატად დამტკიცდა გოჩა ტყებუჩავა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016