reportiori.ge - თედო ჯაფარიძე: შეგახსენებთ, სააკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით ძებნილად არის გამოცხადებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:07
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
თედო ჯაფარიძე: შეგახსენებთ, სააკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით ძებნილად არის გამოცხადებული
ავტორი:
18 სექტემბერი, 2015. 13:14


„ეს არის სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში მორიგი ჩარევა" - ასე შეაფასა პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ, „რეპორტიორის" კორესპონდენტთან საუბრისას, ოდესის გუბერნატორის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას პატიმრობიდან განთავისუფლება არის „რუსი ოლიგარქის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი".


„აუცილებლად უნდა მოვისმინოთ ოფიციალური კიევის პოზიცია, ემთხვევა თუ არა საქართველოს სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების, კერძოდ, სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის მორიგ გამოხდომას, სასამართლოსი, რომელიც დღეს რეალურად თავისუფალია და მის საქმიანობაში ხელისუფლება არ ერევა, როგორც ეს სააკაშვილის დროის საქართველოში ხდებოდა", - განაცხადა ჯაფარიძემ.


მისივე სიტყვებით, 2010 წელს, სწორედ სააკაშვილის ეპოქაში შემოიღეს ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობის ნორმა; საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რომლის გაუქმებამაც, საშუალება მისცა თბილისის ყოფილ მერს გამოძიების მსვლელობისას გათავისუფლებულიყო, თუმცა კვლავაც ეჭვმიტანილია სხვადასხვა დანაშაულებში.


- „სააკაშვილის რეჟიმის დროს მრავალი ჩვენი მოქალაქე სწორედ ამ ნორმის გამო იჯდა ციხეში" - თედო ჯაფარიძის სიტყვებით ყოფილი მერის მიმართ სასამართლოს დამოკიდებულება საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის მაგალითია.


- „ვფიქრობ, ვიმსახურებთ, რომ ჩვენმა მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა უკრაინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ, სათანადო რეაგირება მოახდინოს თავისი მაღალი თანამდებობის პირის განცხადებაზე, -აღნიშნა თედო ჯაფარიძემ - სხვათა შორის, შეგახსენებთ, რომ საკუთარ სამშობლოში ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით ძებნილად არის გამოცხადებული".


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016