reportiori.ge - პაატა სალია: ვითხოვთ ქიბარ ხალვაშის და „პანორამას“ „რუსთავი 2“-ის წილების მესაკუთრედ აღიარებას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:10
პრეს-დაიჯესტი
პაატა სალია: ვითხოვთ ქიბარ ხალვაშის და „პანორამას“ „რუსთავი 2“-ის წილების მესაკუთრედ აღიარებას!
ავტორი:
18 სექტემბერი, 2015. 14:11


თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გაიმართა სამოქალაქო საქმეზე, რომლიც ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის და მისი კომპანია შპს „პანორამას" სარჩელის საფუძველზეა აღძრული.



სარჩელის მოპასუხეები: ტელეკომპანია „რუსთავი 2", ასევე, „რუსთავი 2"-ის მფლობელები და სხვა პირები არიან. მოსამზადებელი სხდომზე, მოსამართლე თამაზ უთმელიძემ ის შუამდგომლობები განიხილა, რომელიც მხარეებს სარჩელში ჰქონდათ წარმოდგენილი. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2-ის" არც ერთი შუამდგომლობა, მათ შორის მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით.



გარდა ამისა, სხდომის დაწყების წინ სასამართლომ მხარეებს აცნობა, რომ ის შუამდგომლობები, რომელიც „რუსთავი 2"-ის და მისი მფლობელების წარმომადგენლებს ჰქონდათ წარმოდგენილი ყადაღასთან დაკავშირებით, სასამართლომ უკვე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და გადააგზავნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, სადაც უკვე სამი მოსამართლე განიხილავს ამ საჩივარს.



17 სექტემბრის სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით for.ge ქიბარ ხალვაშის ადვოკატს პაატა სალიას ესაუბრა.



პაატა სალია: სასამართლოზე ჩვენ წარვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ „რუსთავი 2"-ის წილების საბაზრო ღირებულება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ის ფასი, რომელიც მითითებულია იმ ხელშეკრულებებში, რომლის საფუძველზე ქიბარ ხალვაშს დაათმობინეს ამ წილების საკუთრება.



_თქვენ დააყენეთ მოწმეთა დაკითხვის საკითხი, თუმცა თქვენი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. რა მოტივით გითხრათ უარი სასამართლომ მოწმეთა დაკითხვაზე?



_სასამართლომ მიიჩნია, რომ გარკვეული სახის გარემოებები, მათ შორის გარკვეული თანხის გადაცემის და ლოგოს შექმნის საავტორო უფლებების საკითხი არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით და ამიტომ ჩათვალა, რომ საჭირო არ იყო მოწმეთა მოწვევა. გარდა ამისა, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, დავაზუსტეთ გარკვეული სასარჩელო მოთხოვნები, რომლითაც ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია შპს „პანორამა" დღევანდელი მეწილეებისაგან ითხოვს მიუღებელ შემოსავალს, ანუ იმ თანხებს, რასაც ქიბარ ხალვაში მიიღებდა იმ შემთხვევაში, დღეს რომ კომპანიის მეწილე ყოფილიყო.



_რა თანხაზეა საუბარი?



_დაახლოებით, 19 მილიონი ლარის მოთხოვნის შუამდგომლობა დავაყენეთ და სასამართლომ ამ მოთხოვნის დასაშვებლობაზე ცალკე უნდა იმსჯელოს. მეორე მხარეს ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი მოსაზრება. გარდა ამისა, სასამართლომ იმსჯელა მეორე მხარის და მისი ამჟამინდელი მეწილეების შუამდგომლობაზე დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ვინაიდან სასამართლომ უარი გვითხრა მოწმეთა დაკითხვაზე, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობდა დავის საგანი, რაც სამართლებრივად არასწორი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგანი არსებობს და შესაბამისად, არსებითად უნდა იქნას განხილული ეს საკითხი.



_რუსთავი 2"-მა დააყენა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა და მის მიკერძოებულობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. გვარამია ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ არის სახელმწიფო მოსამართლე ურთმელიძის სახით. თუ წარმოადგინარუსთავი 2"-მა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ურთმელიძეს კავშირი აქვს როგორც ხალვაშთან, ასევე ხელისუფლებასთან?



_ორი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც დღეს სასამართლოზე ბატონმა გვარამიამ თქვა, გახლავთ შემდეგი - გვარამიას თქვა, რომ მოსამართლეზე ასე შეგნებულად ისაუბრეს, რათა მოსამართლე გაღიზიანებულიყო და ვერ ყოფილიყო მიკერძოებული. მოსამართლის მიკერძოების საფუძვლად მიუთითებენ იმას, რომ მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მათ ქონებას ყადაღა დაედო. სასამართლომ ამ მოსაზრებას პასუხი გასცა შესაბამის განჩინებაში. ჩვენ კი, ჩვენს წერილობით მოსაზრებაში ამაზე ცალსახად ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ „რუსთავი 2"-ს მოსამართლის აცილების არანაირი საფუძველი არ ჰქონდა .



_თუმცა, გვარამია ამბობს, რომ თქვენ დაინტერესებული იყავით, საქმე ამ მოსამართელს განეხილა და ამაში სახელმწიფო დაგეხმარათ...



_მოსამართლის მიკერძოებულობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ეს ბატონმა გვარამიამ სასამართლოზე თავად დაადასტურა. მან აღიარა, რომ მოსამართლის მეორე მხარესთან (ანუ ჩვენთან) კავშირის მტკიცებულება არ აქვთ. როდესაც მხარე ამბობს, რომ სპეციალურად აღიზიანებს მოსამართლეს იმიტომ, რომ ეს მოსამართლე აცილებულიყო, რა გარანტიაა, რომ მეორე და მესამე მოსამართლესთან ანალოგიური არ მოხდება? მათი ეს ქმედება არის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა.



ისინი ითხოვდნენ „რუსთავი 2"-ის გამორიცხვას მოპასუხეთა რიგებიდან. თვლიდნენ, რომ მოპასუხე უნდა იყოს საერთაშორისო კომპანიები, რომლებსაც ლიცენზია აქვთ გადაცემებზე. ამ მხრივ დაზუსტებული გვქონდა ჩვენი მოთხოვნა, რომელიც ეხება ამ გადაცემების მხოლოდ ქართულ ნაწილს და სწორედ „რუსთავი 2"-ის ეთერით გადაიცემოდა ეს გადაცემები, ამიტომ, „რუსთავი 2"-ის მიმართ გვაქვს შეწილების უფლება.



კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სასამართლომ იმსჯელა, გახლავთ ის, რომ ჩვენ ვითხოვდით ქიბარ ხალვაშის და „პანორამას" „რუსთავი 2"-ის წილების მესაკუთრედ აღიარებას და საჯარო რეესტრში მათი რეგისტრაციის გაუქმებას. მოწინააღმდეგე მხარე ითხოვდა, რომ ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრიც უნდა ჩართულიყო დავაში და ეს საქმე გადაცემოდა ადმინსიტრაციულ სასამართლოს, რაზეც აბსოლუტურად სწორად სასამართლომ უარი უთხრა. რეესტრი არის მარეგისტრირებელი ორგანო და ის მხარე ვერ იქნებოდა. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ამ ქონების ნამდვილი მესაკუთრე არის ქიბარ ხალვაში და შპს „პანორამა", საჯარო რეესტრი ვალდებულია დაარეგისტრიროს. ამ კონტექტში სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი იყო. 






წყარო: for.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016