„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:
„დღევანდელ გამარჯვებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილიცაა!
უმადური და დაუნახავი უნდა იყო, არ აღნიშნო ის დახმარება, რომელსაც წლებია ბიძინა ივანიშვილი უწევს ქართულ რაგბს. თბილისსა და რეგიონებში აშენებული რაგბის ახალი სტადიონები, საქართველოს ნაკრების ბაზის მშენებლობა, რაგბის კავშირისთვის ყოველწლიური ფინანსური დახმარება - ყოველივე ეს გახლვთ რაგბის პოპულარიზაციის და დღევანდელი წარმატების შედეგი. სადაც დაფინანსება არ არის იქ არც შედეგია.
სამწუხაროდ, რომ არა ფეხბურთის ფედერაციის უარი დაფინანსებაზე იმ პირობით, რომ ივანიშვილს ფინანსური დახმარება გაეკონტროლებინა, რათა მავანთა საქმის გაკეთების ნაცვლად მხოლოდ ჯიბეში არ წაეღოთ ფინანსები, დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიც სხვა პოზიციებზე იქნებოდა", - წერს მჟავანაძე.
საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში გამარჯვება 17:10 მოიპოვა. "ბორჯღალოსნებმა" ტონგა ინგლისის ქალაქ გლოჩესტერში, "ქინგსჰოლმ სთედიუმზე" დაამარცხეს.
საქართველო შემდეგ შეხვედრას 25 სექტემბერს ახალ ზელანდიასთან, უელსში, კარდიფის "მილენიუმზე" გამართავს.