ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენის პროექტი, რომელიც დაახლოებით 2 წელია მიმდინარეობს, დასასრულს უახლოვდება.
როგორც „აიპრესთან" ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია აცხადებს:
„პროექტის მიზანია ეროვნული კულტურის პოპულარიზაცია, მასალის უცხოეთში გამოფენებზე გატანა, წიგნის გამოცემა, შემდეგ კი ქსოვილების სერიული გამოშვება.
ამ ეტაპზე აღდგენილია თამარის, გიორგი მესამის, რატი სურამელის, ჯაყელების, გურჯი ხათუნის და ლევან დადიანის ქსოვილები. 2 რეგიონი - სვანეთი და აჭარა დაგვრჩა. მხატვრები ინტენსიურად ხატავენ. ვფიქრობ პროექტი 6 თვეში დასრულდება".
მისივე თქმით, პროექტს საკუთარი ხარჯებით ახორციელებს. თუმცა იმედოვნებს გამოთქვამს, რომ სპონსორობაზე არავინ ეტყვის უარს.
„ჯერ ჯერობით მხოლოდ მე ვაფინანსებ ჩემი ძალებით. მაგრამ როგორც კი კვლევა დამთავრდება დარწმუნებული ვარ სპონსორის შოვნა არ გაჭირდება"- განაცხადა კალანდიამ.