reportiori.ge - ზურაბ ქადაგიძე: უტყუარი ინფორმაცია გვქონდა, რომ გიგი უგულავა ქვეყნის დატოვებას აპირებდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:36
პრეს-დაიჯესტი
ზურაბ ქადაგიძე: უტყუარი ინფორმაცია გვქონდა, რომ გიგი უგულავა ქვეყნის დატოვებას აპირებდა
ავტორი:
21 სექტემბერი, 2015. 18:12


გიგი უგულავა ორჯერ დააკავეს და ნაციონალებმა ორჯერვე ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ფაქტი ტელევიზიებით პირდაპირი ეთერით გადაცემულიყო (კითხვის ნიშნები აქაც გაჩნდა: როგორ მოხვდა ეს პირდაპირ ეთერში - ყველამ იცის, რომ სასამართლოში კამერას, მით უმეტეს, პირდაპირი ეთერის კამერას, ნებართვის გარეშე არავის შეატანინებდნენ).


მაშინაც და ახლაც გავრცელდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები. თუკი ნაციონალები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის, ზოგიერთი ექსპერტი დარწმუნებით აცხადებს, რომ გიგი უგულავას ქვეყნის დატოვების სურვილი ჰქონდა. მაშინ ექს-მერი აეროპორტში დააკავეს, ახლა სასამართლო დარბაზიდან ბადრაგმა ციხეში გადაიყვანა. მაშინ უგულავა ამბობდა, რომ ქვეყნიდან კი გადიოდა, მაგრამ დაბრუნების პერსპექტივით. არსად არ ვაპირებდი დარჩენას, უკან დავბრუნდებოდიო, ასეთი კომენტარი გააკეთა მაშინ უგულავამ.


ახლაც ითქვა, რომ ყოფილ მერს კონკრეტული გეგმა ჰქონდა და საკონსტიტუციო სასამართლომაც გადაწყვეტილების მიღება ამიტომაც იჩქარა ასე.


ზურა ქადაგიძე, ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი:


„უტყუარი ინფორმაცია გვქონდა, რომ გიგი უგულავა ქვეყნის დატოვებას აპირებდა. ამიტომ სთხოვეს მისმა ადვოკატებმა მოსამართლეს პროცესის 1 კვირით გადადება. სწორედ ამ ერთი კვირის განმავლობაში აპირებდა ის ქვეყნის დატოვებას.


არსებობდა და განსაზღვრული იყო რამდენიმე მარშრუტი: პირველი მიმართულება იყო ოსეთიდან გასვლა, მეორე - პანკისი, მესამე - ანაკლია. არჩევანი სიტუაციის მიხედვით გაკეთდებოდა.


გათავისუფლებიდან 24 საათის განმავლობაში ამას იმიტომ ვერ გააკეთებდა, რომ ყურადღების ცენტრში იყო, ყველა ურეკავდა, ეხმიანებოდა, ამიტომ ვერ გაიქცეოდა. ერთი კვირის მანძილზე კი ნელ-ნელა წავიდოდა. უგულავა უკრაინაში აპირებდა წასვლას და პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას".


ლევან გოგიჩაიშვილი, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი:


„საკონსტიტუციო სასამართლომ ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის" თამაში. საკონსტიტუციო სასამართლოც ჩქარობდა და ასევე, ყველაფერს აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა", რომ გუშინდელი განაჩენი რამენაირად გადაეტანათ. აქ ორი ვარიანტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უნდოდათ დროის მოგება. რაში სჭირდებათ დროის მოგება, ეს მეორე საკითხია. ჩემი აზრით, მათ უნდოდათ, მოეხერხებინათ და გიგი უგულავა ქვეყნიდან გაეყვანათ. გაეყვანათ ისევე, როგორც სააკაშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი და ძველი ხელისუფლების სხვა დამნაშავეები გავიდნენ. ის შეეცდებოდა, თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის და განაჩენი განაჩენად დარჩებოდა. ალბათ, სწორედ ეს მოტივაცია ამოძრავებდათ. უგულავა თვითონაც დარწმუნებული იყო, რომ მას სასამართლო განაჩენს გამოუტანდა და დააკავებდნენ. მან ზუსტად იცოდა, რის გამო ასამართლებდნენ, რადგან ეს დანაშაული მას ჩადენილი ჰქონდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ყველაფერი გააკეთა, რომ უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გამოსულიყო, წინასწარი პატიმრობიდან გამოსვლა არ ნიშნავს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობა" დროის მოგებას ცდილობდა, ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რომ განაჩენის გამოტანა გადაეტანა. ეს უნდოდათ იმისთვის, რომ გიგი ქვეყნიდან გასულიყო".


ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება აკონტროლებდა სასამართლო ხელისუფლებას, ისევე როგორც საკონსტიტუციო ხელისუფლებას. ეს ადამიანები პრივილეგიებით სარგებლობდნენ და სააკაშვილის მითითებებს ასრულებდნენ.


ამ თემაზე სტუდია „მონიტორმა" საფუძვლიანი გამოძიება ჩაატარა. 2010 წლის ჟურნალისტური გამოძიების საგანი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის სააკაშვილის მიერ ბინების გადაცემის ფაქტი.


გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ გამოძიებიდან:


პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდაპირი განკარგვის წესით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს საცხოვრებელი სახლები გადასცა. მოსამართლეებს ბათუმში, პრესტიჟულ უბნებში მდებარე სახლები სიმბოლურ ფასად, თითოეულს 1000 (ათასი) ლარად გადაეცათ. საკონსტიტუციო სასამართლოში სახლების გადაცემას სასამართლოს ბათუმში გადატანით ხსნიან.


პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს საკუთრებაში, ჯამში, 10 საცხოვრებელი ბინა გადასცა. ბინები ბათუმის ცენტრალურ უბნებშია განთავსებული. მოსამართლეების მიერ ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციით, სიმბოლურ ფასად, ათას ლარად გადაცემული თითოეული ბინის ღირებულება 20 ათასიდან 250 ათას ლარამდე მერყეობს.


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემული სახლი დეკლარაციაში 250 ათას ლარად აქვს შეფასებული. მის მოადგილეს კონსტანტინე ვარძელაშვილს - 120 ათას ლარად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ ოთარ სიჭინავას - 100 ათას ლარად, ქეთევან ერემაძეს - 60 ათას ლარად და ა.შ.


ჯამში, პრეზიდენტმა მოსამართლეებს, მინიმუმ, 700 ათას ლარად ღირებული ბინები 10 ათას ლარად გადასცა.


ნებისმიერი პირი, რომელიც საჩუქრად, სიმბოლურ ფასად, პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძენს ასეთი ღირებულების, ასეთ სოლიდურ უძრავ ქონებას, როგორიცაა ბათუმში ბინა და არ არის ეს ერთოთახიანი ბინა და არ არის ძალიან ისეთი უმნიშვნელო ბინა, ბუნებრივია, ვერ დარჩება მიუმხრობელი და მიუკერძოებელი პრეზიდენტის მიმართ, მისი აქტების, მისი ქმედების მიმართ", - განაცხადა იურისტმა ლია მუხაშავრიამ.


საკონსტიტუციო მოსამართლეების კავშირი სააკაშვილთან და „ნაცმოძრაობასთან" შემადგენლობის კარიერული წინსვლითაც კარგად ჩანს.




წყარო: პრაიმტაიმნიუსი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016