სააკაშვილის კვაზიფაშისტური რეჟიმის მიერ დახვრეტილი 19 წლის დედისერთა ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას ეხმიანება და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს!
სოსო რობაქიძე, ბუტა რობაქიძის მამა: - ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაციაა... ნაციონალებს „ყურძნების რევოლუცია" ჩაუფლავდათ, ამ ნაძირალა პაპუაშვილის მიერ მოწყობილი მასკარადიც ჩაუფლავდათ, მაგრამ ესენი არ გაჩერდებიან და ქართველ ხალხს მშვიდი ძილი არ უწერია მანამ, სანამ სააკაშვილს ოდესიდან არ ჩამოათრევენ და გველივით არ გაუჭეჭყავენ თავს!
გიორგი პაპუაშვილმა ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე კბილებით დაიცვა და ჩემი და ბუტას დედის ია მეტრეველის ჩვენებები „ირიბ ჩვენებად" ჩათვალა. ამის შემდეგ რომელი გამოვა და მეტყვის, რომ პაპუაშვილს კანონთან და სამართალთან რამე შეხება აქვსო? ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება ის უბედურება და სიბინძურე, რასაც ეს სექტანტები ცხრა წლის განმავლობაში სჩადიოდნენ და თუ ხელისუფლება ამ სექტას არ გაასამართლებს, მაშინ იგი ბანკროტად გამოცხადდება! რომელი „ყურძნების რევოლუცია" უნდა მოაწყოს ნაძირალა ღვინიაშვილმა და მისმა სექტამ, როცა მაგათ დროს კახელმა გლეხმა ვაზის აჭრა დაიწყო?!
- ტელევიზიითა და პრესით კარგა ხანია, არ გამოჩენილხართ!
- არც გამოვჩნდებოდი, მაგრამ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია და მინდა, მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბატონ დავით უსუფაშვილს! ბატონებო, გიორგი ღვინიაშვილი არის კრიმინალი, საქმეების გამყალბებელი, სააკაშვილისა და ადეიშვილის ყურმოჭრილი მონა, რომელმაც გააყალბა ჩემი მკვდარი შვილის საქმე და ბუტას მეგობრები ჩასვა ციხეში. ეს ნაძირალა გაიძახის - ვიღაც პოლიციას გამოეყო და ხელი დამარტყაო! მინდა, ამ კრიმინალ ღვინიაშვილს შევახსენო - 2004 წელს ასე გამოეყო პოლიციას მკვლელი და დიდუბის ეკლესიასთან მომიკლა 19 წლის შვილი. მაშინ არ უნერვიულია ღვინიაშვილს... ხელგასარტყმელი კი არა, ღვინიაშვილი თავმოსაჭრელია! ელექტროსკამი რომ იყოს, ესენი ერთად უნდა დასვა იმ სკამზე და დაამთავრო ამ სექტის ამბავი!
მეგობრებო, „რუსთავი 2"-მა უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია, მთელი მაგათი კონცერტები და რაიონებში გასვლები სხვა არაფერია, თუ არა მზადება არჩევნებისთვის მაშინ, როცა თქვენკენ ჯერჯერობით სიოც არ ქრის! ვინც თავი შემოგწირათ, იმ ხალხის უმრავლესობას სურვილიც არა აქვს, თქვენკენ გამოიხედოს! ბატონო ბიძინა, გამწარებულმა და შეურაცხყოფილმა ხალხმა მხარი დაგიჭირათ იმიტომ, რომ გენოციდის მომწყობმა და სისხლისმსმელმა სააკაშვილმა ირინა ენუქიძის, სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ჩემი შვილის - ბუტა რობაქიძისა და კიდევ იმ ბიჭების უმანკო სისხლი დაღვარა, რომლებიც ან ქუჩაში დახვრიტეს, ან აგვისტოს ომში გაწირეს. მოხდა ენით აუწერელი და გაუგონარი რამ - ქართველყლაპიები და ბავშვების მკვლელები, რომლებიც საზოგადოებას ემალებოდნენ, რესტორანში ვერ სხდებოდნენ და ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ, „გააცოცხლეს" და„ გაათეთრეს" იმ ადამიანებმა, რომლებმაც დემოკრატია ითამაშეს!
ბატონო ბიძინა, დემოკრატია არ არის ის, როცა დამნაშავე დაუსჯელია! ვერ ვცხოვრობ უთავმოყვარეო ქვეყანაში, როცა თქვენ მიერ კრიმინალად შერაცხილი სააკაშვილი ჩადის აზერბაიჯანში, ღუბერნატორობს ოდესაში და კაციშვილი ხმას ვერ სცემს.
ბატონო ბიძინა, თქვენ ლომის წილი გიძევთ სააკაშვილის დამარცხებაში, მაგრამ ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ სააკაშვილს, ადეიშვილს, ღვინიაშვილსა და რეჟიმის სხვა ჯალათებს დაუსჯელებს ევლოთ! ჩვენ ნაცების წასვლა იმიტომ გვინდოდა, რომ ესენი ციხეში წათრეულიყვნენ!
- რას ითხოვთ ან რა გაქვთ ჩაფიქრებული?
- თუ რეჟიმი არ გასამართლდა, მაშინ არც „ქართული ოცნების" მოსვლას ჰქონია აზრი და არც სააკაშვილის წათრევას! ქვეყანაში არსებობს საშიშროება,რომ ნაცები მობრუნდნენ და ფრთხილად, ბატონო ბიძინა, ამ ერთ მუჭა ნაძირლებსა და მკვლელებს ნუღარ მისცემთ საშუალებას, ისევ დაასხდნენ თავზე ქვეყანას! „ქართული ოცნების" ზოგიერთმა წევრმა, რომელიც პარლამენტში დაჯდა, ნაციონალებთან ერთად ააწყო ბიზნესი და თუ გონს არ მოეგებიან, მაგათ გვარებს დავასახელებ! პირდაპირ ვაცხადებ - გუბაზ სანიკიძე და ზვიად ძიძიგური სამართლიანობის აღდგენის დროშით შევიდნენ პარლამენტში და დღეს კრინტს არ ძრავენ ჩვენს დახოცილ შვილებზე! მოვა არჩევნები, კიდევ დასჭირდებათ ჩვენი თავი და „ქართული ოცნების" მატყუარა წევრებს ყველგან ვამხელ, არჩევნებს ყველგან ჩავუშლი! ბატონო ბიძინა, ასეთი მატყუარები თქვენ არსად გამოგადგებათ... იმ პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, სადაც მკვლელი ბარამიძე, მკვლელი თარგამაძე და მკვლელი ღვინიაშვილი სხედან, არცერთმა მოქალაქემ არ უნდა დაიცვას! მკვლელები და ქვეყნის გენოციდის მომწყობები პარლამენტში არ უნდა ისხდნენ. ბატონო ბიძინა, თქვენთან შეხვედრა ძნელია, მაგრამ მიმიღეთ და პირდაპირ ხელისგულზე დაგიდებთ, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში. ბევრი ისეთი რამ ვიცი, რაც ჯერ არ მითქვამს და იმ წვალებას, იმ ულბედურებას, რასაც ირინა ენუქიძე და იური ვაზაგაშვილი გადაჰყვნენ, არავის შევარჩენ!
- ირინა ენუქიძე მოკლეს, იური ვაზაგაშვილი მოკლეს... მარტო დარჩით...
- მარტო დავრჩი... შესაძლოა, მეც მომკლან, რადგან ვიცი, ვიღაცებს ყელში მაგრად ვეჩხირები! ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის, ყველას მოცილება სურთ. არ უნდათ სამართლიანობის აღდგენა და ეგ არის მთელი უბედურება! გეკითხებით, - ვინც სააკაშვილს ტაშს უკრავს, ვინც ადეიშვილს ინახავს, ვინც ამ მკვლელებს ლობირებს, რა საქმე აქვს საქართველოს იმ ქვეყანასთან და ის ქვეყანაა ქართველი ხალხის მეგობარი? ბატონო ბიძინა, რით ვერ გააგებინეთ მსოფლიოს, ვინ არიან ესენი სინამდვილეში? გაგვიშვით ხუთკაციანი ჯგუფი დიპლომატიურ დონეზე და ისეთ მასალებს ჩავიტანთ ევროპასა და ამერიკაში, სააკაშვილსა და მის ბანდაზე ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ლაპარაკი, მაგრამ იქ ისეთ ხალხს გზავნით, რომლებიც სააკაშვილის აგენტები არიან! აი, ამიტომ ხართ შეცდომაში შეყვანილი ბატონო ბიძინა! თუ ამას ვინმე თქვენი ერთგული კაცი წაიკითხავს, იცოდეთ, რომ ნამდვილად მინდა თქვენთან შეხვედრა... ბატონო ბიძინა, მეტად აღარ შეგეხმიანებით!
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი"