reportiori.ge - წლევანდელი შატილობა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემამ ხევსურებს ტრაგედიად უქცია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:16
მედია
წლევანდელი შატილობა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემამ ხევსურებს ტრაგედიად უქცია
ავტორი:
22 სექტემბერი, 2015. 03:07


ახალი სატელევიზიო სეზონის დასაწყებად, ტელეკომპანიები განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, ყველა გადაცემა, შოუ და წამყვანები, ცდილობდნენ შეექმნათ განსხვავებული და საინტერესო პროდუქტი, რომელიც მაყურებელს მონუსხავდა და ტელეეკრანებს მიაჯაჭვებდა.


ერთ-ერთი ასეთი მცდელობა, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემისთვის, „სხვა რაკურსის" და მისი წამყვანისთვის, გია ჯაჯანიძისთვის სკანდალის მიზეზად იქცა.


სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ნუკრი მჭედლიშვილმა სკანდალური "პოსტი" გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


დიდი ტკივილი მიაყენა წლევანდელმა შატილობამ ხევსურეთსა და ხევსურებს. მიუხედავად იმისა, რომ მთას უკვე დიდი ხანია აღარ უკვირს ბარიდან მოსული სტუმრების მიერ სალოცავების წაბილწვა, წლევანდელ შატილობას, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სხვა რაკურსმა" და მისმა წამყვანმა გია ჯაჯანიძემ ყოველგვარ ზღვარს გაადააბიჯეს. ის, რაც ეკრანზე გამოჩნდა, უკვე ძალიან დამთრგუნველი იყო და რაც გადაცემაში არ მოხვდა, მხოლოდ მისმა მონაწილეებმა იციან. როგორც ხევსურები ყვებიან, ჯგუფის წევრები, საჯაროდ, ისეთ უმსგავსობებს სჩადიოდნენ, რომ მთიელები ბავშებს არიდებდნენ, რომ ეს სიბინძურე არ დაენახათ. ესეც არ იკმარეს და ამის შემდეგ მათ გადათელეს წმინდა ადგილები: მუცოში, ლებაისკარსა და ანატორში. ამ ადამიანებმა შოუ ასპარეზობები მოაწყვეს ისეთ ადგილებში, სადაც ხევუსურები ხატის სამანს იქით არათუ ფეხს არ დგამენ, გახედვა ერიდებათ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სანამ ხრიდოლის ჯგუფი შატილში ჩავიდოდა ხევსურებმა შეგვატყობინეს, თუ როგორ იქცეოდნენ ჯაჯანიძე და მისი გადაცემის მონაწილეები, რაც შემდეგ ეკრანზე ვიხილეთ, ამას ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით და ვერც ხევსურები, თორემ შეიძლება გადაცემის გადაღების პროცესს ტრაგედია მოჰყოლოდა, იმიტომ, რომ მთიელი კაცი ვერავის აპატიებს წმინდა ადგილების წაბილწვას.

 

ისე მოხდა, რომ გადაცემას გასვლის დროს მე ვერ ვუყურე და მხოლოდ ხევსური ძმადნაფიცის ალუდა დაიაურისგან მოსული წერილის შემდეგ მომიწია მისი ნახვა. ღამის ორ საათზე მომწერა ტკივილით სავსე ეს წერილი ალუდამ:

 

ნუკრი, როგორ ხარ ძმო? გია ჯაჯანიძის შოუს ვუყურე ახლა. ჩვენი წინაპრების ძვლები ამტკივდა, ძმაო! ვიფიქრე, ეს ტკივილი ვისთვის მიმეწერა და შენ გამახსენდი, იმიტომ რომ, ასე მგონია, შენ ყველაზე მეტად გამიგებ.

 

საბრძოლო ხელოვნება და სიბინძურე ერთმანეთში იყო არეული! ან შავფაროსნებმა როგორ მიიღეს ამაში მონაწილეობა? სულში არ უდევთ ეტყობა ვაჟკაცობა, თორემ მაგას არ გააკეთებდნენ! სამასხარაოდ გამიხადეს წინაპრის სალოცავი! მაგ ადგილას კაცები ვერ შევდივართ და ამათ, გარყვნილ ხალხთან ერთად, შოუ-მასკარადი მოაწყვეს ჩვენს ჯვარში?! რა ვქნათ, ნუკრო, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო?! ხედავ, ხევსურეთშიც მოაღწია უმსგავსობამ! არ ვიცი, სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი?! დღეს ისე მეტკინა ხევსურეთი, როგორც არასდროს! არ ვიცი, ამ ტკივილს რა დავარქვა?! ასე მგონია, იმამ შამილს არ გაუკეთებია ისეთი რამე, რაც ამათ იკადრეს. სიბინძურე მიიწევს ჩემი მთებისკენ, ნუკრო, ტირილი მინდა და რას ვუშველი ტირილით?! რა ვქნათ, ნუკრო, როგორ დავიცვათ ხევსურეთი ამ სიბინძურიგან?! დაიზრდებიანღა კიდევ მგლის ლეკვები?!"

 

ასეთი წერილის შემდეგ როგორ არ ვნახავდი გადაცემას? მაგრამ ნახვის შემდეგ ჩემი ხევსური ძმადნაფიცის მსგავსად, მეც თეთრად გავათენე ღამე და ალბათ, ასე თეთრად გაათენა, ბევრმა ხევსურმა ის ღამე. თეთრად გათენებული ღამის შემდეგ კი ქუჩაში გამოსულს ვინც კი იცოდა ჩემი საქმიანობის შესახებ, მეკითხებოდა: ხრიდოლის ბიჭებიც ხომ არ მონაწილეობდნენ ამ გარყვნილი ადამიანების მიერ მოწყობილ შოუში. ყველასთან ვიმართლე თავი და კიდევ ერთხელ ვიტყვი: ხრიდოლის ბიჭებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ამ სამარცხვინო სანახაობასთან და ვერც ვერასოდეს, ვერანაირ შოუს, ვერ ვანაცვალებთ წინაპრის ნაფერებ წმინდა ადგილებს და საძვალეებს.

 

კიდევ მინდა მივმართო გია ჯაჯანიძეს და გადაცემის მონაწილეებს: თქვენი ცხოვრების წესი თქვენ და თქვენმა უფალმა იცით, ეგ ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ დაგვდეთ პატივი და ამის შემდეგ თქვენი ვნებების დემონსტრირება წმინდა ადგილების მიღმა მოახდინეთ?! იქ სადაც თქვენ ბილწსიტყვაობდით და ათასგვარი ხერხით ათახსირებდით ერთმანეთს, იქ ხევსური კაცი მოწიწების გამო საერთოდ ვერ შედის! სადაც თქვენ სამასხარაოსაბრძოლო" ასპარეზობა მოაწყვეთ, ხუცეს-ხევისბერი მთელი თვე წმინდობს რომ ღირსი გახდეს მაგ ადგილზე შესვლის! ათასწლეულები წმინდად შეინახა ჩვენმა წინაპარმა ეგ ადგილები, თქვენ კი, რამდენიმემ დღეში წაგვიბილწეთ სალოცავები და მამა-პაპათა საძვალეები!"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016