reportiori.ge - გურამ საღარაძე: ნაცები არიან ჩვენი ქვეყნის მტრები და ვინც მათთან კარგ ურთიერთობაშია, ყველა საქართველოს მტერია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:31
პრეს-დაიჯესტი
გურამ საღარაძე: ნაცები არიან ჩვენი ქვეყნის მტრები და ვინც მათთან კარგ ურთიერთობაშია, ყველა საქართველოს მტერია!
ავტორი:
22 სექტემბერი, 2015. 15:57


„სააკაშვილის რეჟიმის აჩრდილი საქართველოში კვლავ დაძრწის და მისი ბოლომდე დამარცხება იქამდე ვერ მოხერხდება, ვიდრე ის მაგიური სიმბოლოები და კერპები არ დაემხობიან, რაც რეჟიმმა შექმნა!" - ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ცნობილმა მოჭიდავემ, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონმა, ტოკიოს ოლიმპიადის პრიზიორმა, თბილისის საპატიო მოქალაქემ გურამ საღარაძემ:


- დააკვირდით, როგორც კი სააკაშვილმა ხელთ ძალაუფლება იგდო, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ცნობიერების ფუნდამენტურ გარდაქმნას და მონური, ამასთან ერთად, გარყვნილი სულისკვეთების ჩამოყალიბებას შეეცადა. სწორედ ამ მიზნით,დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი მოედნიდან წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლი ქალაქის პერიფერიისკენ გააძევა, მის ადგილზე კი სრულიად გაუგებარი სიმბოლო - უზარმაზარი ველოსიპედი წამოჭიმა! აი, აქედან იღებს სტარტს სააკაშვილის რეჟიმის იდეოლოგია - ეროვნულიდან აბსურდისკენ!


გაუკუღმართებულია ქვეყნის მთავარი სიმბოლოები - დროშა და გერბი. გერბზე წმინდა გიორგი უკუღმა არის გამოსახული და ამიტომ, ჩვენი საქმეც უკუღმა მიდის. ასევე დაუშვებელია მართლმადიდებლურ ქვეყანაში წმინდანის ქანდაკებაში გამოსახვა, სრული მკრეხელობაა თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ძეგლის აღმართვა!


ყოფილ ფაშისტურ ქვეყნებში რახანია მოხდა ნაცისტური რეჟიმისა და მისი იდეოლოგიის გავლენისგან ქვეყნის გაწმენდა, დენაციფიკაცია საქართველოშიც გარდაუვალია, რაც, პირველ რიგში, ნაცისტურ-სატანური სიმბოლოების მოშთობით უნდა დაიწყოს! დროა, ერმა და ბერმა შეიგნოს - ნაცები არიან ჩვენი ქვეყნის მტრები და ვინც მათთან კარგ ურთიერთობაშია, ყველა საქართველოს მტერია!


- ბატონო გურამ, გეკითხებით, როგორც რიგით მოქალაქეს... ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე „ქართული ოცნების" საქმიანობით კმაყოფილი ხართ?

 

- 2012 წლის 1 ოქტომბერი ჩემთვის საკრალური თარიღია, რადგან ბატონმა ბიძინამ ქართველი ხალხის თანადგომით დიდი ბოროტება დაამარცხა, მაგრამ მმართველ პარტიას ნატვრისთვალი არ გააჩნია, რომ ყველა პრობლემა ხელის ერთი დაკვრით გადაჭრას. ვაღიაროთ, რომ უამრავმა ჩინოვნიკმა ბიძინა ივანიშვილის ნდობა ბოროტად გამოიყენა და უღალატა... მაგრამ არის უკმაყოფილების მრავალი საფუძველიც: არ შესრულდა მთავარი დაპირება - სამართლიანობის აღდგენა. ნაცვლად იმისა, რომ მოძალადე და დამნაშავე რეჟიმის ნარჩენებისთვის კანონის წინაშე პასუხი მოეთხოვათ, მათთან კოჰაბიტაცია დაამყარეს. ხელისუფლებაში მოიყვანეს ისეთი ძალები, როგორებიც არიან რესპუბლიკელები, ასევე ალასანიას პარტია, რომლებსაც არც ქვეყანაზე შესტკივათ გული და ერთგულებაზეც არაჯანმრთელი შეხედულებები აქვთ. საქართველოში ვერ იქნა დაძლეული სიღარიბე, ერთ მუჭა ადამიანებს, რომლებმაც ბიუჯეტისა და ხალხის ყვლეფის ხარჯზე გამდიდრება მოახერხეს, ეს სიმდიდრე შერჩათ! ამის ფონზე კი სამარცხვინოა, რომ აქამდე ვერა და ვერ შეიქმნა საშუალო ფენა! ვერ შეიქმნა სამუშაო ადგილები! ხელისუფლებაში პროფესიონალი კადრების დეფიციტია. მნიშვნელოვან სფეროებს დილეტანტები განაგებენ. სერიოზულ პრობლემას ქმნის ფაქტი, რომ ხელისუფლებაში ღმერთის მოძულე ადამიანები მომრავლდნენ.


- კულუარებში ხშირად ისმის, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

 

- აუცილებლად უნდა დაბრუნდეს! მეც და ჩემი მეგობრებიც მას უანგაროდ მხარში ამოვუდგებით და მჯერა, ხალხის უმრავლესობა სწორედ ასე მოიქცევა.


- თქვენი აზრით, მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნება" ისევ გაიმარჯვებს?

 

- ვფიქრობ, მმართველი პარტია არჩევნებამდე დარჩენილ დროში საქართველოს მოსახლეობას მრავალ სიურპრიზს შესთავაზებს. პირველ რიგში, გაემიჯნება ნაცებთან აშკარა თუ ფარულ ალიანსში მყოფ საკუთარ წევრებს, მათ პარტიიდან ჩამოიშორებს და პრიორიტეტს იმ ადამიანებს მიანიჭებს, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად, წარბშეუხრელად უპირისპირდებოდნენ დიქტატურას. ასეთი რეზერვი საქართველოში საკმაოდ მრავალრიცხოვანია. დიახ, ხელისუფლებაში სწორედ ხალხის წიაღიდან გამოსული, მათი ნების გამომხატველი ადამიანები უნდა მოვიდნენ და არა - უცხოეთიდან მართული, კომპრომატების საფუძველზე მარიონეტებად ქცეული და ფულის კეთებაზე ორიენტირებული ძალები!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016