reportiori.ge - გურიის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობას პროკურატურა შეისწავლის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:48
სპორტი
გურიის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობას პროკურატურა შეისწავლის
ავტორი:
23 სექტემბერი, 2015. 15:27



„საქართველოს სპორტის საზოგადოების" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ცობეხიას განცხადებით, ამის მიზეზი რეგიონულ ფედერაციებში დელეგატების არჩევაში აღმოჩენილი კანონდარღვევებია.



გიორგი ცობეხიამ განსაკუთრებული ყურადღება გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონულ ფედერაციებზე გაამახვილა.



„პრაიმტაიმის" პრესკლუბში ცობეხიამ დოკუმენტაცია წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციის აღმასკომის ოთხი წევრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს მიმართავს განცხადებით, რომ მათთვის უცნობი იყო, თუ როდის ტარდებოდა აღმასკომის სხდომა.




სხდომის წევრები წარდგენილი დელეგატის უფლებამოსილების შემოწმებას ითხოვენ. აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციის აღმასკომის წევრები პორფილე კოპალიანი, დავით ქემოკლიძე, რომან კირვალიძე და ზურაბ ლიპარტელიანი.



რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, აქ საკმაოდ კომიკური რაღაც მოხდა. რეგიონული ფედერაციის სხდომას, სადაც დელეგატი უნდა წარედგინათ, შვიდიდან ოთხი დელეგატი დაესწრო. ხელმძღვანელმა წესდება დაარღვია და კანონისდარღვევით წარადგინა ის კანდიდატი, რომელიც მისთვის იყო მოსაწონი. ყოველივე ეს იწვევს ეჭვს, რომ ხდება არა მხოლოდ წესდების დარღვევა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული. ჩემს მიერ მოყვანილი ფაქტებით უნდა დაინტერესდნენ კონკრეტული საგამოძიებო ორგანოები",- განაცხადა გიორგი ცობეხიამ.



ცობეხიას განმარტებით, ორგანიზაცია რამდენიმე დღეში პროკურატურას განცხადებით მიმართავს, მოხდეს რეგიონული ფედერაციების საქმიანობისა და კონკრეტულად დელეგატების არჩევის საკითხის შესწავლა, გამოკვლევა და იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც აღნიშნულ სქემაში იღებს მონაწილეობას.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016