რომის პაპი კათოლიკური ეკლესიის პირველი ხელმძღვანელია, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესში სიტყვით გამოვიდა. პაპის სიტყვით გამოსვლას კონგრესის დარბაზში 500 კანონმდებელი ესწრებოდა. პაპმა ფრანცისკემ გამოსვლა იდეოლოგიური ექსტრემიზმის საფრთხეებზე საუბრით დაიწყო, შეეხო მიგრანტების გულთბილად მიღების აუცილებლობას, კლიმატის ცვლილებებს, ეკონომიკას, იარაღით ვაჭრობასა და ოჯახის მნიშვნელობაზე. ამ თემაზე საუბრის დროს მან იდენტურ სქესიან ადამიანთა ქორწინების თემაც ახსენა.
რომის პაპი ფრანცისკი იარაღის ექსპორტსა და სიკვდილით დასჯას გმობს, რომელიც ამერიკის 50-დან 31 შტატში მოქმედებს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებები პონტიფიკოსმა ამერიკის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ამერიკის კონგრესის ორივე პალატის წინაშე გამოსვლისას რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური გამოვიდა მოწოდებით, ძმურად და სამართლიანად მოექცნენ დევნილებს.