reportiori.ge - შვეიცარიის ხელისუფლებამ ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერის წინააღმდეგ საქმე წამოიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:43
სპორტი
შვეიცარიის ხელისუფლებამ ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერის წინააღმდეგ საქმე წამოიწყო
ავტორი:
30 სექტემბერი, 2015. 12:54


სისხლის სამართლის საქმე ბლატერის წინააღმდეგ აღძრულია სამსახურებრივი დაუდევრობის და თანხების მითვისების მუხლებით. აგრეთვე ედავებიან კარიბის ზღვის საფეხბურთო კავშირთან დადებული კონტრაქტის სამართლიანობაზე, რომელიც ფიფასთვის არახელსაყრელი პირობებით არის გაფორმებული. სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ბლატერმა უკანონოდ გადაურიცხა 2 მილიონი ფრანკი მიშელ პლატინის 2011 წლის თებერვალში, ვითომ და 1999-2002 წლებში შესრულებული სამუშაოსთვის.


შვეიცარიის გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ციურიხში ფიფას აღმასკომის სხდომის შემდეგ დაკითხეს ბლატერი.


იოზეფ ბლატერი ფიფას ხელმძღვანელობს 1998 წლიდან, 29 მაისს მეხუთე ვადით აირჩიეს, ხოლო 2 ივნისს საკუთარი ნებით გადადგა თანამდებობიდან. მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ციურიხში, კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს ფიფას მაღალჩინოსნები: ჯეფრი ვები, ეუხენიო ფიგერედო, ედუარდო ლი, ხულიო როკა, კოსტას ტაკასი, რაფაელ ესკიველი, ხოსე მარია მარინი.


ფიფას გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ბრაზილიურმა მასმედიამ გამოაქვეყნა ფაქტები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვაში მისი მონაწილეობის შესახებ, რისი წყალობითაც მან 2 მილიონი ევრო მიისაკუთრა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016