reportiori.ge - UEFA ქართული კლუბებისა და კობიაშვილის წერილს პასუხობს, საქართველოში კი დამკვირვებლებს გზავნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:45
სპორტი
UEFA ქართული კლუბებისა და კობიაშვილის წერილს პასუხობს, საქართველოში კი დამკვირვებლებს გზავნის
ავტორი:
30 სექტემბერი, 2015. 12:57


30-მდე საფეხბურთო კლუბმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა UEFA-ში გაგზავნილ წერილზე პასუხი მიიღეს. როგორც წერილშია ნათქვამი, არჩევნებამდე 2 დღით ადრე საქართველოში UEFA-ს ორი დამკვირვებელი ჩამოვა. დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებაზე ყველა მხარისგან ინფორმაციას მოისმენენ. 


UEFA-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების (რომელიც დაგეგმილია 2015  წლის  3 ოქტომბერს) წინასაარჩევნო პროცესი წარიმართოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არსებული წესდების დაცვით.  

 

2.  რამდენადაც UEFA- ძალაუფლება, ჩაერიოს ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში,  არის შეზღუდული - როგორც წესი - უეფა ვარაუდობს, რომ ორგანიზაციის წევრი ასოციაციები მსგავსი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პატივს სცემენ რელევანტურ საკანონმდებლო ჩარჩოს (მათ შორის, შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობას).

 

3.   წინასაარჩევნო პროცესში გამჭვირვალობისა და სამართლიანობის არარსებობის თაობაზე  გამოთქმული პრობლემატიკის გათვალისწინებით (რომელიც აღწერილია ორ თანდართულ წერილში), UEFA-ს ადმინისტრაციიდან ორი წარმომადგენელი ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობამდე ორი დღით ადრე ეწვევიან საქართველოს, რათა: 

 

თანდართულ ორ წერილში მოყვანილი სხვადასხვა საკითხები  განიხილონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან (მათ შორის კანდიდატებთან);

 

შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართოს სამართლიანად და დამოუკიდებლად და რომ ყველა კანდიდატს მიეცეს პრეზიდენტად არჩევისთვის თანაბარი შესაძლებლობები; 

 

თავიდან იქნას აცილებული საარჩევნო პროცესში UEFA-ს გამოყენება ვინმეს მიერ პირადი მიზნებისთვის", - ნათქვამია UEFA-ს წერილში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016