reportiori.ge - მიშას ბეგლარი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:24
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მიშას ბეგლარი!
ავტორი:
30 სექტემბერი, 2015. 13:19


მას შემდეგ, რაც ნაცებსა და მათ ჯიბის „რუსთავი-2"-ს ფართოდ დაანონსებული „მევენახეების აჯანყება" ჩაუფლავდათ, წვრილმან მავნებლობას მიჰყვეს ხელი! კახეთში მონახეს ვიღაც ტუტუცი გელა გრიშენკო და მას „სატელევიზიოდ" ვენახი ააჩეხინეს!


დიახ, კახეთში ნაცების მიერ ორკესტრირებული „მევენახეების ამბოხების" ჩაფლავების შემდეგ, ჩასვრილმა „მეცოცხეებმა" ახალი მავნებლბა მოიგონეს! კარდენახში იპოვეს ვიღაც გელა გრიშენკო, მიუყვანეს მას „რუსთავი-2"-ის გადამღები ჯგუფი და იმანაც იქნია ნაჯახი სატელევიზიოდ!


და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს გრიშენკო ვენახის ჩეხისას თავს „ფაშისტს" ეძახდა:


„ამას, რასაც მე ვაკეთებ, ფაშისტიც კი არ გააკეთებს! აი, ეს ორი წლის ვაზია, ის კი ხუთი წლისა - ორივე უნდა გავჩეხო! აგე, ის ათი „პლანი" უკვე გაჩეხილი მაქ და ესეც უნდა მივაყოლო! ეს „სტოლბა" და მოსაკერებელი უნდა ამოვიღო და უნდა გავყიდო, აბა, რა ვქნა, ვალები უნდა გადავიხადო! მე მეგონა, რომ ყურძენი ერთი მანეთი იქნებოდა, მაგრამ მანეთიც აღარ გადაგვიხადეს!"


„რუსთავი-2"-ის ეს ექსკლუზიური „ვაზის ჩეხა" სხვა ტელევიზიებმაც აიტაცეს და ატყდა ერთი გნიასი. ძველი ნაცოპერიდან - „ნახეთ, რას გვიშვრება ოლიგარქის მთავრობაო?!"


მაგრამ, როგორც ცნობილია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ეს „ნაცოპერაც" სცენაზე ლაყე კვერცხების სროლით დამთავრდა!


კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი იმ დღესვე ჩავიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, პირადად ეწვია გელა გრიშენკოს ვენახს და ეს ნაცების სალახანა ტყუილში ამხილა.


როგორც შიოლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვენახი, რომელიც გრიშენკომ ტელეკამერების წინ აჩეხა, მისი საკუთრება არ არის და ის იმავე სოფლის მკვიდრს გოდერძი დოლენჯაშვილს ეკუთვნის. დოლენჯაშვილს კი თავისი ძველი ვენახის ნაწილი, ახლის გაშენების მიზნით, რამდენიმე დღის წინათ გაუჩეხია.


გრიშენკოს კი თავისი 75 მეასედზე გაშენებული ვენახიდან მიღებული 4 ტონა „რქაწითელის" ჯიშის ყურძენი კილოგრამი 70 თეთრად ჩაუბარებია ჭანდარის ღვინის ქარხანაში!


გარდა ამისა, ცნობილი გახდა,რომ გრიშენკოს დედა ნუნუ გრიშენკო - „ნაცანალური" მოძრაობის გაქანებული აქტივისტი ყოფილა და აქტიურად მონაწილეობდა ნაცების მიერ ორგანიზებულ „გლეხების აჯანყებაში"!


ის კი არა, ეს ნუნუ გრიშენკო, ნაცების მაჟორიტარ გიორგი ღვინიაშვილთან ერთად, კახეთში მევენახეების გამოსვლებისადმი მიძღვნილ საპარლამენტო განხილვებშიც კი იღებდა მონაწილეობას!


რამდენიმე დღის შემდეგ კი ნუნუს პირმშომ - გელამ სხვისი „ვენახი აჩეხა"!


აი, ასეთია ნაცური, იაფფასიანი სპექტაკლის ბოლო!


ეს გელა გრიშენკო ერთი ჩვეულებრივი აფერისტი და „მიშას გრიშენკო" გამოდგა!


ეს მიშას გრიშენკო ისეთივე სულგაყიდული არსებაა, როგორცი ის სეთურიძის ბეგლარი, რეზო ჩხეიძის კინოფილმ „რაიკომის მდივნიდან", ვენახი რომ აჩეხა და მისთვის სასჯელიც კი ვერ მოიფიქრეს.


ახლა, ძვირფასო მკითხველო, თავად განსაჯე, რამეს ვამეტებთ თუ არა, როდესაც „ნაცანალურ" მოძრაობას ანტიქართულ, უბინძურეს, ყველაფრისმკადრებელ დანაშაულებრივ ბანდას და სექტას ვუწოდებთ!


ახლა ჩემო მეგობრებო, თვითონ შეაფასეთ, რამეს ვაზვიადებთ თუ არა, როდესაც ამ უშუბლისძარღვო „რუსთავი-2"-სა და მის მხარდამჭერ ლიბერასტ-ასო-ელებს ქართველთმოძულე, ბოროტი ბაყაყებით სავსე გუბეს ვადარებთ! რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის ჩვეულებრივი პოლიტიკური „პროსტიტუტკაა", რომელიც ყველაფერს იკადრებს ნაცი პატრონების უბინძურესი დავალებების შესასრულებლად!


არანაკლებ ამაზრზენები არიან ის „მედიაექსპერტები", ასოები და „ქარტიული ეთიკოსები", რომლებიც გრძელ ენებს გადმოაგდებენ ხოლმე „სიძულვილის ენაზე" და „ჰომოფობიაზე" სხვის ბოსტანში ლოდების სროლისას, ამჯერად კი კრინტიც არ დაუძრავთ სააკაშვილის ბორდელვიზიის - „ცრუსთავი-2"-ის სამარცხვინო ანტიჟურნალისტიკაზე და აშკარა დეზინფორმაციაზე! და აშკარა ეს ძალიან ადვილი ასახსნელია, რადგან ეს „სოროსული ბანდაც" სააკაშვილის ბორდელვიზიის ბაგაზე მიბმული ვირ-თხები და ისეთივე გარეწრები არიან, როგორიც - მიშას გრიშენკო!


ერთადერთი სიმართლე ეს არის და ვისაც არ მოეწონება, შეუძლია, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში" მიჩივლოს!


კიდევ ერთხელ!


თქვენნაირი „ეთიკოსების" თავზეც გავიარე!

 

 

 

გიორგი გიგაური

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016