reportiori.ge - ნიკოლოზ ჯღარკავა: UEFA-მ საჭიროდ ჩათვალა, თავად დააკვირდეს საპრეზიდენტო არჩევნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:22
სპორტი
ნიკოლოზ ჯღარკავა: UEFA-მ საჭიროდ ჩათვალა, თავად დააკვირდეს საპრეზიდენტო არჩევნებს
ავტორი:
30 სექტემბერი, 2015. 13:37


 

საფეხბურთო კლუბ თბილისისდინამოს" დირექტორი ნიკოლოზ ჯღარკავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის UEFA- მიერ დამკვირვებლების გამოგზავნას დადებითად აფასებს. 


როგორც ნიკოლოზ ჯღარკავა აცხადებს, 26-მა საფეხბურთო კლუბმა UEFA-ს წერილი გაუგზავნა, სადაც ისინი არჩევნებში  UEFA-ს დამკვირვებლების დასწრებას ითხოვდნენ.



„დინამოს" დირექტორის განმარტებით, UEFA-მ ქართული საფეხბურთო კლუბების წერილს 24 საათში უპასუხა, სადაც აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნებს UEFA-ს ორი დამკვირვებელი დააკვირდება.



ჯღარკავას მტკიცებით, ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ UEFA-მ საჭიროდ ჩათვალა, თავად დააკვირდეს აქ მიმდინარე მოვლენებს.



UEFA- ყურად იღო იმ საკითხების მნიშვნელობა, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას, როგორც დადებით ფაქტს, ისე აღვიქვამთ. ეს არჩევნების პროცესს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება. წერილში ყურადღება რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ. ძირითადად საკითხები ეხებოდა დელეგატების იმ პერსონალიებს, რომლებზეც, ვფიქრობთ, რომ ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს. ეს ყველაფერი წერილში დასაბუთებულია. ასევე ის, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა ტრიბუნალის გადაწყვეტილება გააუქმა, რაც ვფიქრობთ, რომ წესდებიდან გამომდინარე, მიუღებელია. UEFA საქმის კურსში ჩავაყენეთ კლუბების მოთხოვნის შესახებ, რომ ისინი ფედერაციის წევრობის უფლების მიღებას ითხოვდნენ. ის ფაქტი, რომ UEFA ჩვენს წერილს 24 საათში პასუხობს, მიუთითებს იმაზე, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს მიერ მოყვანილ ფაქტებს", - განაცხადა ჯღარკავამ. 



„დინამოს" დირექტორი იმედოვნებს, რომ დამკვირვებლების ჩამოსვლა წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო ფაზას ხელს შეუწყობს.  



ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე 2 დღით ადრე, თბილისში UEFA-ს დამკვირვებლები ჩამოვლენ, რომლებიც როგორც საარჩევნო პროცესს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას დააკვირდებიან. 



როგორც UEFA-ს მიერ გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, დამკვირვებლების გამოგზავნის ერთ-ერთი მიზეზია, თავიდან იქნას აცილებული საარჩევნო პროცესში UEFA-ს გამოყენება ვინმეს მიერ პირადი მიზნებისთვის.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016