reportiori.ge - აღმასკომის ნათქვამი ტრიბუნალმა გადათქვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:31
სპორტი
აღმასკომის ნათქვამი ტრიბუნალმა გადათქვა
ავტორი:
30 სექტემბერი, 2015. 17:34


საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის მედიატორის ზურაბ ბიწაძის განცხადებით, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციებს პრეზიდენტის არჩევნებზე დელეგატები აღარ ეყოლებათ.


როგორც ბიწაძე აცხადებს, ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.


ამ ორ რეგიონალურ ფედერაციას დელეგატი არ ჰყავს - გაუუქმდათ. ტრიბუნალის გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება და მხარეებს უკვე გაეგზავნა. არანაირი პროტესტი არ ყოფილა, არც ჩემი აცილება მოუთხოვია რომელიმე მხარეს", - განაცხადა ბიწაძემ.


კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში 35 დელეგატის ნაცვლად მონაწილეობას 33 მიიღებს, ბიწაძე აცხადებს, რომ მას დელეგატები არ დაუთვლია, რადგან ეს მის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა შეუძლია, რომ არჩევნებში გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციებს დელეგატები ნამდვილად აღარ ეყოლებათ.


ტრიბუნალმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ფედერაციის აღმასკომის წევრთა მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა და გააუქმა სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც ამ ფედერაციის დელეგატად გია გილიგაშვილი დამტკიცდა. როგორც ტრიბუნალის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ის საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.


რაც შეეხება გურიის დელეგატის საკითხს - ტრიბუნალმა ასევე გააუქმა სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც დელეგატად გოჩა ტყებუჩავა დამტკიცდა. ოღონდ არ დააკმაყოფილა გამგეობის წევრთა მოთხოვნა მის ნაცვლად დელეგატად იური ჩხაიძის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით.


შეგახსენებთ, რომ სფფ-ის აღმასკომში, რომელმაც ტრიბუნალის დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად თურმე ამდენი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, სწორედ ამ რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელები არიან და საინტერესოა, როცა ეს პირები 5 თუ 7 წევრისგან შემდგარ საკუთარ გამგეობებს ვერ აკონტროლებენ, როგორ ახერხებენ ქართული ფეხბურთის მართვას?!


ამგვარად, სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 33 დელეგატი მისცემს ხმას. კანდიდატი კი სამია - ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი შაბათს ეყოლება. არჩევნები 3 ოქტომბერს სასტუმრო „Holidey Inn"-ში, 11:00 საათზე გაიმართება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016