reportiori.ge - „33 დელეგატის დარჩენით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ექმნება“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:24
სპორტი
„33 დელეგატის დარჩენით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ექმნება“
ავტორი:
30 სექტემბერი, 2015. 18:17


გურიის რეგიონული ფედერაციის ადვოკატის განცხადებით, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციების დელეგატების გარეშე დარჩენა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას არანაირ საფრთხეს არ უქმნის



როგორც გიორგი მელიქიშვილმა განაცხადა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნები რომ შედგეს, საკმარისია, დარჩენილი 33 დელეგატიდან ნახევარზე მეტი გამოცხადდეს ყრილობაზე. ადვოკატი ტრიბუნალის გადაწყვეტილებას კანონიერად მიიჩნევს.

 

 

სამწუხაროდ, ტრიბუნალის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არა 35, არამედ 33 დელეგატი მიიღებს. ეს არის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომისდამსახურება". ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.  იმით, რომ 33 დელეგატი დარჩა, არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ექმნება. მთავარია, არჩევნებზე ნახევარზე მეტი დელეგატი გამოცხადდეს. ტრიბუნალის გადაწყვეტილება კანონიერად მიმაჩნია. სამწუხაროა, რომ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა დელეგატად იური ჩხაიძის წარდგენასთან დაკავშირებით. რეალურად, სფფ-ის აღმასკომის უკანონო გადაწყვეტილებების და ქმედებების გამო, აღმოჩნდა ისე, რომ ფედერაციის ორი წევრი დარჩა დელეგატის გარეშე, რაც, ჩვენთვის, ბუნებრივია, სამწუხაროა", - განაცხადა მელიქიშვილმა

 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საფეხბურთო დავების განმხილველმა ტრიბუნალმა რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონული ფედერაციების დელეგატები გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ისინი მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი შაბათს, 3 ოქტომბერს სასტუმრო „Holiday inn"-ში, 11:00 საათზე აირჩევა. კანდიდატი სამია - ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016