reportiori.ge - სფფ-მ კლუბებისთვის მისაცემი ფული ბანკიდან ისესხა – „ვითიბი ბანკმა“ ფედერაციას ანგარიშები დაუყადაღა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:41
სპორტი
სფფ-მ კლუბებისთვის მისაცემი ფული ბანკიდან ისესხა – „ვითიბი ბანკმა“ ფედერაციას ანგარიშები დაუყადაღა
ავტორი:
30 სექტემბერი, 2015. 19:01


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ  გასული წლის ზამთარში კლუბებისთვის დასახმარებელი თანხა არა უეფა-სგან, არამედ „ვითიბი ბანკისგან" ისესხა.



უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის დასახმარებელი თანხა 3 მილიონ 200 ათას ლარს შეადგენდა, თუმცა, დღეისთვის, სფფ-ს ვალი ბანკისადმი 6 მილიონ ლარს შეადგენს.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას „ვითიბი ბანკში" ორი სესხი აქვს, მეორე სესხის აღება მაშინ გახდა საჭირო, როდესაც სპორტის სამინისტრომ სფფ-ს უარი უთხრა თანხის დარიცხვაზე, უეფა-დან კი თანხა დროულად არ ჩამოირიცხა.


თუ რატომ არ ჩამოირიცხა თანხა უეფა-დან, ეს ცალკე საკითხია.


როგორც „პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა თამარ ჭიჭინაძემ უეფა-ს ივლისში წერილი მისწერა და 800 ათასი ევროს გადმორიცხვა ნოემბრის თვეში ითხოვა. დაზუსტებული ინფორმაციით, ჭიჭინაძემ ზვიად სიჭინავას ეს ინფორმაცია დაუმალა. ასევე, მეტი ინფორმაციისთვის, ჭიჭინაძე გენერალური მდივნის რევაზ არველაძეს მოადგილეც იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი უშუალო ზემდგომი, უეფა-ში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, საქმის კურსში იყო, სფფ-ს პრეზიდენტისგან განსხვავებით.


ამის გამო, ზვიად სიჭინავა იძულებული გახდა, ხელფასების გაცემის მიზნით, აღნიშნული ბანკიდან მეორე სესხი აეღო. ჯამში, „ვითიბი ბანკისადმი" დაგროვილმა დავალიანებამ 6 მილიონი ლარი შეადგინა.


სწორედ ამის გამო, ბანკმა გასულ თვეში საქართველოს ფეხბურთის ფედრაციის ანგარიშები დააყადაღა.  „პრაიმტაიმის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, სფფ-ს ანგარიშებს ყადაღა არ ადევს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ბანკი აღნიშნულ ხერხს თანხის დასაბრუნებლად უახლოეს დღეებში ისევ მიმართავს.



 

წყარო: „პრაიმტაიმი"





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016