reportiori.ge - ილიას მკვლელის საზოგადოებისთვის უცნობი აღიარება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:52
სხვადასხვა
ილიას მკვლელის საზოგადოებისთვის უცნობი აღიარება
ავტორი:
01 ოქტომბერი, 2015. 11:45


ილია ჭავჭავაძის მკვლელობამ 1907 წლის 30 აგვისტოს მთელი საქართველო შეძრა.


საზოგადოებისთვის ცნობილია მისი მკვლელების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, თუმცა, ნაკლებადაა ცნობილი ილიას ერთ-ერთი მკვლელის - პავლე ფშავლიშვილის ჩვენება, რომელიც მან ბოქაულს, ჯერ კიდევ დაკავების მომენტში, დუშეთის საპოლიციო უბანში გადაყვანამდე მისცა.


ამ აღიარებით ჩვენებას, გაზეთ „ისრის" 1908 წლის ერთ-ერთი ნომერი ავრცელებს.


„როგორც ვწერდით, პოლიციამ ნადიროვის მამულში, ალექსი მზელურის სახლში, დააპატიმრა პავლე ფშავლიშვილი და ლადო ფეიქრიშვილი, რომელთაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობას აბრალებენ. ამაზე ადრე დააპატიმრეს ბაგრატ ოგანოვი და ფილიპე მაზმანაშვილი. დაპატიმრებულნი დუშეთის სამაზრო საპატიმროში გადაიყვანეს. პოლიცია კვლავ განაგრძობს კვლევა ძიებას. როგორც დუშეთიდან გვატყობინებენ, გზაზე ლადო ფეიქრიშვილი გამოსტეხია ბოქაულს და უთქვამს: „პავლე ფშავლიშვილმა მიამბო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საგურამოში ყველასაგან ცნობილ მამასახლისად ნამყოფ ვანო ინაშვილის მეთაურობით პავლე ფშავლიშვილმა (აფციაური), გიგლა ბერბიჭაშვილმა და ერთმა იმერელმა, რომლის გვარი არც პავლემ იცისო".


მაზრის სამმართველოში რამდენისამე კაცის თანდასწრებით, როგორც გვატყობინებენ, მაზრის უფროსის შეკითხვაზე პავლე ფშავლიშვილი გამოტეხილა და უთქვამს ის, რაც ფეიქრიშვილს გზაში ბოქაულისთვის უამბნია. ფშავლიშვილს ისიც გამოუცხადებია, რომ მე და ჩემი ამხანაგები ჩაუსაფრდით ჭავჭავაძეს 30 აგვისტოს 1907წ. სოფელ წიწამურის მახლობლად. მეო, უთქვამს ფშავლიშვილს, მაღლობაზე ვიდექ და ვდარაჯობდი, როდის გამოივლიდა ილია ჭავჭავაძის ეტლი. როდესაც ეტლი მოგვიახლოვდა, მე დავისტვინე. ინაშვილი და სხვები დაემზადნენ. ეტლი შეაჩერებინეს და პირველათ ჭავჭავაძეს ტყვია ინაშვილმა დაახალა. მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო გიგლა ბერბიჭაშვილმა და ერთმა იმერელმა, რომლის გვარი არ ვიცი, ვიცი კი, რომ ის იმერელი ამ რამდენისამე ხნის წინათ ტფილისში რევოლვერის ტარებისთვის დააპატიმრეს და გადაასახლეს რუსეთში. მკვლელობის შემდეგ ავედით ტყეში, გადავიარეთ ტყე-ტყე ზედაზნის მონასტრის გვერდით და შემდეგ სოფელ ავჭალაში ჩავედით; აქედან-კი ტფილისს მივაშურეთ და ნაძალადევში ვცხოვრობდითო" - წერს გაზეთი „ისარი" ილიას მკვლელის ჩვენების ფრაგმენტს. (სტილი დაცულია)




წყარო NSP.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016