მედია
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურს გიორგი გვიმრაძე უხელმძღვანელებს
01 ოქტომბერი, 2015. 13:04
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურს პოლიტოლოგი გიორგი გვიმრაძე უხელმძღვანელებს. გვიმრაძე „მოამბის" გუნდს მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა დღეს დილით წარუდგინა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გასული წლის სექტემბრამდე სოფო მოსიძე იყო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის უფროსი გახდა.
რაც შეეხება გიორგი გვიმრაძეს, ის წელიწადნახევრის განმავლობაში „საზოგადოებრივ მაუწყებელში" მუშაობს და მაუწყებლის ახალი სტრატეგიისა და გაერთიანებული ნიუსრუმის პროექტის თანაავტორია.
თვეების განმავლობაში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობას ლაშა მიქაძე ასრულებდა.
12 თებერვალი, 2016. 00:39
09 თებერვალი, 2016. 23:38
09 თებერვალი, 2016. 18:37
09 თებერვალი, 2016. 18:01
09 თებერვალი, 2016. 12:11
09 თებერვალი, 2016. 12:07
08 თებერვალი, 2016. 20:35
08 თებერვალი, 2016. 16:25
08 თებერვალი, 2016. 12:14
07 თებერვალი, 2016. 15:44
05 თებერვალი, 2016. 12:05
05 თებერვალი, 2016. 11:31
05 თებერვალი, 2016. 11:05
04 თებერვალი, 2016. 12:51