reportiori.ge - ლევან კობიაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნები, ფაქტობრივად, წესდების დარღვევით ტარდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:25
სპორტი
ლევან კობიაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნები, ფაქტობრივად, წესდების დარღვევით ტარდება
ავტორი:
01 ოქტომბერი, 2015. 16:19


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები, პრაქტიკულად, წესდების დარღვევით ტარდება, რადგან წესდების გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, აღმასკომის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ის არ ტარდება.



ეს არ არის ვინმეს მოგონილი, წესდებაში წერია, რომ პრეზიდენტი და აღმასკომი ირჩევა ოთხი წლის ვადით მომდევნო რიგით ყრილობამდე. ეს რიგითი ყრილობა არის 3 ოქტომბერს. აღმასკომი ამ საკითხს თავს არიდებს და დღის წესრიგში არ აქვს. ფაქტიურად გამოდის, რომ 3 ოქტომბერს  ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საკითხი, ეს არის პრეზიდენტის არჩევნები, მაგრამ ამავე წესდებაში წერია, რომ აღმასკომის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ ყრილობის დაწყებამდე. რატომღაც ამას მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მივდივართ იქამდე, რომ ეს არის კონკრეტული პიროვნებების ინტერესები. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი. არჩევნები, ფაქტობრივად, წესდების დარღვევით ტარდება, პირდაპირ გეუბნებით იმ ფაქტებს, რაც ირღვევა. თუნდაც ტრიბუნალის თემა - თუ ტრიბუნალი გამოიტანს გადაწყვეტილებას და ეს აღმასკომს ან ფედერაციას არ აკმაყოფილებს, თავისუფლად შეუძლიათ გააუქმონ ან არ დაინტერესდნენ, რადგან მაინც აღმასკომი გადაწყვეტს", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.



კობიაშვილი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ის იქნება ტრიბუნალის დამოუკიდებლობის გარანტი.



სხვანაირად წარმოუდგენელია, არ არსებობს. აბა, რისთვის არის ტრიბუნალი შექმნილი?!" - აღნიშნა კობიაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016