reportiori.ge - როგორ და რატომ დალია ვაჟა-ფშაველამ თანამესუფრის შესანდობარი თიანეთში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:40
სხვადასხვა
როგორ და რატომ დალია ვაჟა-ფშაველამ თანამესუფრის შესანდობარი თიანეთში
ავტორი:
01 ოქტომბერი, 2015. 17:40


ქართველი მგოსანი ვაჟა-ფშაველა, გარდა ლიტერატურული გენიისა, არც იუმორის ნაკლებობას უჩიოდა. აი, რას გვიამბობს ვაჟას უმცროსი მეგობარი ვეფხო აკობაშვილი შემთხვევაზე, რომელიც დიდ მგოსანს მის ოჯახში გადახდენოდა:


„ვაჟა ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა. როცა კი ჩვენსა მოვიდოდა, წინ ჩამოვუჯდებოდი და პირში შევყურებდი, ველოდი, რას იტყოდა. ვაჟა ისე არ აივლიდა და ჩაივლიდა, რომ ჩვენსა არ ჩამომხტარიყო და მამაჩემი არ ენახა, ერთად დრო არ ეტარებინათ და ხინკლით გული არ ეჯერათ. დედაჩემის გაკეთებული ხინკალი ხომ ნაქები იყო მთელ თიანეთში.


ვაჟაც ძალიან უქებდა დედაჩემს ხინკლის ოსტატობას. ერთხელ, როცა ვაჟა ჩვენსა ხინკალს შეექცეოდა, დედაჩემს უთხრა:


-შენმა ძმებმა მღვდელ-დიაკვნობა ისწავლეს, მაგრამ შენ უფრო უკეთესი ხელობა გისწავლია, - აიღო ღვინით სავსე მათარა, ხინკალზე თავი გადაუქცია და წარმოსთქვა: - ეს ღმერთმა შეიწყალოს შენი დედ-მამის სული, ასეთის ხინკლის გაკეთება რომ გასწავლესო და მათარა გამოცალა.


- ხინკლის გაკეთება დედ-მამამ კი არ ასწავლა, მე ვასწავლეო - უთხრა მამაჩემმა, მატნელებმა რა იციან - მაშ შენი შესანდობარიც იყოს, არც შენ დაგაკლებ გულსაო, - მიუგო ვაჟამ და მეორე მათარაც გამოცალა სიცილით", - იგონებს ვეფხვო აკობაშვილი.




გაზეთი „სამშობლო" 1916 წ. (სტილი დაცულია)

 

წყარო: NSP.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016