reportiori.ge - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელ არჩევნებს UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტი დაესწრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:35
სპორტი
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელ არჩევნებს UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტი დაესწრება
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2015. 11:55


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელ არჩევნებს UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტი გრიგოლი სურკისი დაესწრება და საარჩევნო პროცესს დააკვირდება. სპეციალურად არჩევნებისთვის თბილისში ჩამოსული არიან UEFA-ს სხვა წარმომადგენლებიც.


ამას გარდა, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში", სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, ერთმანეთს სიტყვიერად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების ლევან კობიაშვილისა და რევაზ არველაძის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.


ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ რევაზ არველაძის მხარდამჭერებს დელეგატების გარკვეული ნაწილი ორ ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი. ერთ-ერთმა დელეგატმა - გიორგი ხაჩიძემ, რომელიც რევაზ არველაძის მხარდამჭერია, სიცრუეში დაადანაშაულა კობიაშვილი. აღნიშნულს კობიაშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერის აღშფოთება მოჰყვა და ხაჩიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.


სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016