reportiori.ge - ლევან კობიაშვილი: 18 ადამიანი უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა დელეგატებს ოთახიდან არ უშვებენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:47
სპორტი
ლევან კობიაშვილი: 18 ადამიანი უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა დელეგატებს ოთახიდან არ უშვებენ!
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2015. 13:06


„18 ადამიანი უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა დელეგატებს ოთახიდან არ უშვებენ" -

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის განცხადებით, უკვე რამდენიმე საათია, უშედეგოდ ელოდებიან ყრილობის დაწყებას



მისი განცხადებით, ქვორუმი უკვე არის, თუმცა ყრილობის დაწყებას მე-18 დელეგატის დარბაზში არყოფნა უშლის ხელს.

 

 

რამდენი ხანია დარბაზის კართან ვართ, ველოდებით. ვიცი, რომ უკვე 18 დელეგატი დარეგისტრირდა, თუმცა დარბაზში მხოლოდ 17 დელეგატი ზის. სხდომა არ იწყება იმის გამო, რომ როდესაც დელეგატები კიბეებზე ამოდიოდნენ, რამდენიმე ადამიანმა ისინი ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, სადაც რეზი არველაძე იმყოფება და ამ დრომდე არ ხერხდება ამ ადამიანების იმ ოთახიდან გამოსვლა. ჩაკეტილები ჰყავთ ოთახში და არ უშვებენ. რეზიმ უნდა მოუწოდოს დელეგატებს, გამოვიდნენ და დაესწრონ სხდომას, რომ ჩატარდეს არჩევნები", - განაცხადა კობიაშვილმა.

 

 

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა. სასტუმრო ჰოლიდეი ინ"-ში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. როგორც ცნობილია, ხმის მიცემის უფლების მქონე დელეგატები ერთ ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი და მათ გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ

 

 

პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა მედიასაშუალებებს მოუწოდა, შექმნილი სიტუაციით დაინტერესდნენ და შევიდნენ იმ ოთახში, სადაც დელეგატები ჰყავთ ჩაკეტილი.

 

 

ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატმა რევაზ არველაძემ დელეგატებს მოუწოდა, ყრილობა მანამდე არ დაიწყონ, სანამ დაკავებულ დელეგატ გეგა გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ.

 

 

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატი გეგა გობეჯიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45- მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ითვალისწინებს.

 

 

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ყრილობა. ცნობილია, რომ 18-მა დელეგატმა რეგისტრაცია უკვე გაიარა





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016